RSS
на русском en in english
18.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საპარლამენტო კომისიამ აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებული დასკვნა გამოაქვეყნა

19.12.2008  |  16:34

0/7/9/1079.jpegაგვისტოს მოვლენების შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ, საკუთარი დასკვნა გამოაქვეყნა. ის 200 გვერდიანია და თან ახლავს დანართი აუდიო, ვიდეო და ფოტომასალით.

კომისიის დასკვნით, რუსეთმა განახორციელა კარგად მომზადებული და დაგეგმილი ინტერვენცია, მაგრამ საქართველოს მთავრობაც არაადეკვატურად მოქმედებდა და მის პოლიტიკასა თუ მმართველობაში გამოვლენილია სერიოზული ხარვეზები.

კომისიამ დაადგინა, რომ საქართველოს დაზვერვას ჰქონდა მონაცემები მოსალოდნელი აგრსიის შესახებ, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისულება მაინც არ აღმოჩნდა მზად იმისათვის, რაც მოხდა აგვისტოში.

დასკვნაში განსაკუთრებულადაა აღნიშნული, რომ ეროვნული უშიშროების საბჭომ ვერ შესძლო მოეხდინა დროული და ადეკვატური ანალიზი მოსალოდნელი სიტუაციისა და 7 დეკემბრის დილიდან ის ფორს-მაჟორულ სიტუაციაში მოქმედებდა.

კომისია თლვის, რომ კრიზისულ სიტუაციებში პროცესების სტრატეგიული მართვა არასწორად მოიმდინარეობდა. სხვადასხვა მნიშვნელოვან სახელმწიფო რგოლებს შორის არ იყო შესაბამისი კოორდინაცია, მართვა არ ხორციელდებოდა საგანგებო სიტუაციისთვის დადგენილი წესისამებრ.

ომის დღეებში, დადგენილი წესების სრული უგულვებელყოფით მოქმედებდა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა.კომისაიამ გენერალურ პროკურატურას მიმართა, მალხაზ აქიშბაია მთავრობის მიმართ, სამართლებრივი რეაგირების მოთხოვნით. გარდა ამისა, გენპროკურატურას სთხოვენ, შეისწავლოს ენერგეტიკის მინისტრის მოქმედებათა ადეკვატურობა, როდესაც მან შესაბამისი რეაგირება არ მოახდინა ქვეყანაში შემოჭრის ინფორმაციაზე. ასევე რუსეთში საქართველოს ელჩის მოღვაწეობაზე, რომელმაც სამსახურეობრივი გულგრილობა გამოავლინა და საკუთარ ანგარიშებში დროულად არ ამცნო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.

მაგრამ, ყველაზე მეტი პრეტენზიები და შენიშვნები კომისიას თავდაცვის სფეროსთან აქვს. სერიოზული პრობლემებია გამოვლენილი სამხედრო კავშირის სისტემაში და საბრძოლო მოქმედებების წარმოებისას. არასწორი მენეჯმენტის გამო არ იყო გამოყენებული ისეთი მნიშვნელოვანი რესურსი, როგორიცაა შეიარაღებული ძალების რეზერვი. თავდაცვის სამინისტრო კომუნიკაციების თვალსაზრისით არ იყო მზად და არ ხდებოდა კოორდინირება ინფორმაციის გადაცემის პროცესში. თავდაცვის სფეროში არ არსებობდა სტრატეგიული დაგეგმვა, გამოვლენილია ნაკლოვანებები ოფიცრთა საკადრო პოლიტიკის სფეროშიც.

მონაცემებს- სამხედრო შესყიდვების შესახებ, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებდა უკანასკნელი წლების განმავლობაში, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცის საშუალებების შეძენა, რომელთა რაოდენობაც მეტად მწირი აღმოჩნდა, კომისია განსახილველად პარლამენტში მოქმედ ნდობის ჯგუფს გადასცემს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100