RSS
на русском en in english
15.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

პარლამენტში, საგამოძიებო კომისიის დასკვნა გაცხარებული განხილვის საგანი გახდა

22.12.2008  |  09:59

საქართველოს პარლამენტის წევრმა ჯონდი ბაღათურიამ აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნა, გააპროტესტა და კომისიის მუშაობას უნდობლობა გამოუცხადა.

0/9/4/1094.jpegპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელიც კომისიის დასკვნას იხილავდა, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ კომისიის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში, არაფერია ნათქვამი თავდაცვის სფეროში მიმდინარე ნეგატიურ პროცესებზე და იმ საქართველოსთვის სამწუხარო მოვლენებზე, რომელებიც ამ ყველაფერის შედეგი გახდა.

დეპუტატმა განმარტა, რომ მხედველობაში ჰქონდა თავდაცვის სფეროსთვის გამოყოფილი მილიარდების არამიზნობრივი ხარჯვა, პარლამენტის თავმჯდომარის შენიშვნის შემდეგ კი დააზუსტა, რომ თავდაცვის სამინისტროში თანხების გაფლანგვას ადგილი ჰქონდა, ირაკლი ოქრუაშვილის ხელმძღვანელობის დროს. ამ დაზუსტებისათვის, პარლამენტის თავმჯდომარე- დავით ბაქრაძემ ირონიული ტონით გადაუხადა მადლობა, დეპუტატს.

ბაღათურიამ აღნიშნა, რომ თავდაცვის სფეროს ქმედუუნარობა გამოწვეულია, იქ არსებული კორუფციის მაღალი მჩვენებლით, მაგრამ კომისიას ეს საკითხი საერთოდ არ განუხილავს. ასევე დეპუტატი თვლის, რომ კომისია არაფერს ამბობს საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების შესახებ.

მან ასევე შენიშვნა გამოთქვა კომისიის თავმჯდომარის, პაატა დავითაიას მისამართით. იმის გამო, რომ მან არ მისცა საშუალება რუსეთში საქართველოს ყოფილ ელჩს- ეროსი კიწმარიშვილს, ბოლომდე დაესრულებინა გამოსვლა.

"მე არანაირი განსაკუთრებული სიმპათიები არ მაქვს ეროსი კიწმარიშვილის მიმართ, მაგრამ აფსოლუტურად მიუღებელია, როდესაც ის სიტყვით გამოდის, ცდილობს რა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდოს და ამის გამო, მას პირდაპირი ეთერის დროს ლაპარაკს აწყვეტინებენ". - განაცხადა ბაღათურიამ.

ამის პასუხად პაატა დავითაიამ განაცხადა, რომ კიწმარიშვილმა თავად დატოვა კომისიის სხდომა და მისი გამოსვლისთვის ხელი არავის შეუშლია.

კომისიის სხვა წევრებმა: დიმიტრი ლორთქიფანიძემ და ლევან ვეფხვაძემ ეჭვი გამოთქვეს, რომ ბაღათურიას საერთოდ არ აქვს კომისიის დასკვნა წაკითხული.

"კომისიის დასკვნაში ნათლადაა ნათქვამი ის, რაზეც ახლა ბაღათურია ლაპარაკობდა. მან ყურადღებით უნდა წაიკითხოს დოკუმენტი".- ურჩია ვეფხვაძემ.

ბაღათურიამ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა, დეპუტატებმა კი იწინასწარმეტყველეს , რომ ის ასეთი საქციელით, პოლიტიკური ქულების მოპოვებას შეეცადა.

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100