RSS
на русском en in english
22.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

უპილოტო თვითმფრინავს გაფრენის ნება დართეს...

22.12.2008  |  15:16

0/9/9/1099.jpegმზვერავი თვითმფრინავი 2.5 ათასი მეტრის სიმაღლეზე გუშინ, დაახლოებით დილის 6 საათზე შენიშნეს. "უპილოტო თვითმფრინავი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სამხრეთიდან, გორის მხრიდან შემოფრინდა და ჩრდილოეთისკენ, ჯავის ტერიტორისკენ გაემართა,- გვატყობინებს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იბრაგიმ გასეევი. - მსგავსი ინციდენტის გამეორების შემთხვევაში, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით ჩამოვაგდოთ ეს საფრენი აპარატები".

ოფიციალური თბილისი უარყოფს თავის მონაწილეობას, ამ ინციდენტში. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი- შოთა ხიზანიშვილი იტყობინება, "საქართველოს თვითმფრინავები ამ ტერიტორიაზე არ დაფრინავენ".

მსგავსი ახსნა-განმარტებები ახალი არაა. საქართველო უარყოფდა თავის მზვერავ თვითმფრინავებს მაშინაც კი, როდესაც მათ აგდებდნენ და წარმომავლობა უკვე აღარანაირ ეჭვს არ იწვევდა. შეგახსენებთ, უპილოტო საფრენ აპარატთან დაკავშირებით პირველი ასეთი შემთხვევა აპრილის დასასრულს, აფხაზეთში მოხდა. აგვისტოს მოვლენების დასაწყისისთვის, ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატების რაოდენობა შვიდი გახლდათ.

თბილისმა აღიარა მხოლოდ ერთი მათგანის, რიგით მეორეს დაკარგვა. აგვისტოს განმავლობაში ჩამოგდებული იყო, კიდევ ხუთი ასეთი თვითმფრინავი. ექსპერტები აცხადებენ, რომ სავარაუდო ინფორმაციით, საერთო ჯამში გაზაფხულიდან თბილისმა დაკარგა უპილოტო საფრენი აპარატების მარაგის თითქმის მესამედი. მსგავსი ტიპის 40 მანქანა, იქნა შესყიდული წლის დასაწყისში ისრაელში.

ამ კვირაში სწორედ იქ და ზუსტად უპილოტო საფრენ აპარატებთან დაკავშირებით, წარმოიშვა ინტერესთა კონფლიქტი, რომელში მონაწილე რუსეთიც აღმოჩნდა. საქმის არსი იმაში მდგომარეობს, რომ დეკემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ რუსეთი წინააღმდეგი არაა, შეისყიდოს ისრაელისგან ასეთი მანქანები და სწორედ კონცერნ Elbit Systems-სგან, რომელიც ადრე საქართველოს ამარაგებდა.

მოსალოდნელ კონტრაქტში, მაშინვე ჩაერთო მაღალი პოლიტიკა. შეთანხმებას მხარი დაუჭირა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ამსთან ერთად საკუთარი ინტერესიც გამოხატა. იქ თვლიან, რომ ასეთი კონტრაქტი გაამყარებს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს. ისრაელის თავდაცვის სამინისტრო კი, შეთანხმების წინააღმდეგია. ის შიშობს, რომ რუსეთი, როგორც კი მიეცემა საშუალება გაიგოს ტექნოლოგიის საიდუმლოება, გადასცემს მათ ისრაელის მიმართ, არაკეთილგანწყობილ ქვეყნებს. პირველ რიგში ირანს.

"ისრაელში არსებობს შიში, რომ ჩვენი ნებისმიერი ტექნოლოგიები რუსეთმა შეიძლება გადასცეს ირანს, მაგალითად სირიის საშუალებით", - განუცხადა "კომერსნტს" სამხედრო უწყების წარმომადგენელმა.

ეს შიში გაზვიადებულია. საეჭვოა, რომ ისრაელის უპილოტო საფრენი აპარატები, რუსეთისთვის ტექნოლოგიურ საიდუმლოებას წარმოადგენდეს. სამხედრო სპეციალისტებს საშუალება ჰქონდათ კარგად შეესწავლათ ჩამოგდებული უპილოტო მზვერავის მექანიზმი. მათ ხელში 12 ჩამოდგებული ეგზემპლარია.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100