RSS
на русском en in english
24.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ორტეგა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში აპირებს გამგზავრებას

22.12.2008  |  15:20

1/0/0/1100.jpeg„უახლოეს მომავალში ჩვენ ამ ორ ქვეყანას მოვინახულებთ - ჩვენი ხელისუფლებისა და ერის ორი მოძმე სახელმწიფოს",- განაცხადა ნიკარაგუას პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ რუსეთის პრეზიდენტთან მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.

ამასთანავე, ორტეგამ აღნიშნა, რომ აგვისტოში რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს ადეკვატურად და გამართლებულად მიიჩნევს.

„ჩვენ ერთი წამითაც კი არ შეგვპარვია ეჭვი ჩვენი მხარდაჭერის გამოხატვისას, მათ შორის რუსების ქმედებებისადმი. ჩვენ ყოველგვარი შეფერხებისა და ყოყმანის გარეშე ვაღიარეთ, ამ ქვეყნების დამოუკიდებლობა".

მედვედევმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა ორტეგას და განაცხადა: „კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო მადლიერება ნიკარაგუას მიმართ იმ პოზიციის გამო, რომ მან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სამართლებრივობა აღიარა. ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მსოფლიოში საერთაშორისო სამართლის გაძლიერებას. ჩვენ მას ვაფასებთ და ის გამოხატავს ჩვენს შეხედულებებს მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ".

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში ნიკარაგუამ, რუსეთის კვალდაკვალ, აღიარა ორი ამიერკავაკვასიური რესპუბლიკის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, სუვერენიტეტი. მაშინ ორტეგამ განაცხადა: „რუსეთს სხვა გზა არ ჰქონა გარდა იმისა, რომ გაეწია ამ ქვეყნებისთვის სამხედრო და პოლიტიკური დახმარება, საქართველოსგან მომავალი საფრთხის წინააღმდეგ."

ორტეგას მოსკოვურ განცხადებას, ორი ამიერკავკასიური სახელმწიფოს მონახულების შესახებ, ელვის უსწრაფესად გამოეხმაურა ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია. ამერიკის საგარეო პოლიტიკის უწყების წარმომადგენელმა, შონ მაკკორმაკმა, მომავალ ვიზიტს „არაკონსტრუკციული ქმედება უწოდა. რას ვიზამთ, რეაქცია სავსებით მოსალოდნელი იყო...

დანიელ ორტეგა ცნობილია იმით, რომ უკვე გასული საუკუნის 70-ანი წლებიდან ნიკარაგუაში, რევოლუციურ საქმიანობას ეწეოდა. შემდეგ კი სანდინიის ეროვნული გათავისუფლების ფრონტს ხელმძღვანელობდა, რომელიც მისი ქვეყნის მემარცხენე პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენდა. რევოლუციაში გამარჯვების შემდეგ სანდინიის ფრონტი ხელისუფლებაში იმყოფებოდა, ორტეგა კი 1984 წელს ნიკარაგუას პრეზიდენტად აირჩიეს. მან პოსტი 6 წელი შეინარჩუნა. 2006 წელს კი კვლავ სახელმწიფოს მმართველი გახდა, მანამდე მას მემრაჯვენეთა წარმომადგენლები მართავდნენ.

უკანასკნელ პერიოდში რუსეთმა აქტიური თანამშრომლობა დაიწყო ლათინური ამერიკის ქვეყნებთან. ორტეგამ გამოხატა დარწმუნება (თუმცა, არ ახსნა რაზეა ის დაფუძნებული) იმაში, რომ დროთა განმავლობში კუბაც და ვენესუელაც აღიარებენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100