RSS
на русском en in english
29.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მემორანდუმი დასრულებას საჭიროებს

22.12.2008  |  15:57

1/0/1/1101.jpegპარიზში, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ვალდებულებათა მონიტორინგის ეგიდით, ევროპის საპარლამენტო ასამბლეის გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომაზე მომხსენებლებმა მოსკოვისა და თბილისის ვალდებულებების საკითხებში ლუკ ვან დენ ბრანდემ და მათიას იორშმა სამხრეთ კავკასიის სავარაუდო მემორანდუმი წარადგინეს.

მემორანდუმის ტექსტი კონფედენციალური ხასიათისაა, თუმცა მისი ზოგიერთი მდგომარეობა იმ საინფორმაციო გზავნილში აისახა, რომელიც ევროპის საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. მასში საუბარია იმაზე, რომ რუსეთს ჯერაც არ შეუსრულებია ასამბლეის პრინციპიალური მოთხოვნების დიდი ნაწილი. კონკრეტულად რომელი არ არის მითითებული. „საუბარია მრავალ მოთხოვნაზე, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსს არ ეხება და ამ საკითხზე გავლენას არ ახდენს".

ამასთანავე მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ საქართველომაც, ასამბლეის „ბევრი, მაგრამ, ყველა მოთხოვნა არ შეასრულა", რომელსაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე მიღებული რეზოლუცია შეიცავდა, გადმოსცემს რია-ნოვოსტი.

მომხსენებელთა გზავნილი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით, ახალ ინიციატივებსაც შეიცავს. კერძოდ, ვან დენ ბრანდეს და იორშს აუცილებლად მიაჩნიათ ევროსაბჭოსა და ეუთოს საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

რეგიონში საერთო მდგომარეობის შეფასებისას, ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ, იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციულ საზღვრებთან დაძაბულობის და პროვოკაციების მატებამ, შესაძლოა „შეტაკება ან საომარი მოქმედებების" განახლება გამოიწვიოს.

მომხენებლებმა ასევე მოუწოდეს რუსეთს „ბოლო მოუღოს ძარცვას და ეთნიკურ წმენდებს, რაც სამხრეთ ოსეთში ხორციელდება". რა იგულისხმება ამაში და რა ფაქტებზეა დაფუძნებული ეს სიტყვები, კვლავაც უცნობია.

ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის წევრი და სახელმწიფო დუმის დეპუტატი დიმიტრი ვიატკინი, რომელიც მემორანდუმის ტექსტს გაეცნო მიიჩნევს, რომ ტექსტი არც თუ ადეკვატურია.

„თავისთავად მემორანდუმი, უშუალოდ რუსეთისათვის სერიოზულ საშიშროებას არ წარმოადგენს. მეორეს მხრივ იგი დაუბალანსებელია და სამხრეთ ოსეთში მომხდარის სრულ სურათს არ ასახავს. დოკუმენტი არსებით დასრულებას მოითხოვს, მასში უნდა შეიტანონ, უბრალოდ ვალდებულნი არიან, შეიტანონ ცვლილებები "- განუცხადა დიმიტრი ვიატკინმა რია-ნოვოსტის.

საერთაშორისო საკითხებში სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილის- ლეონიდ სლუცკოს აზრით, ასამბლეის მისია უკვე იყო თბილისში და „ჯერ-ჯერობით ქართული მხარის მიერ მიწოდებული ფაქტებით ხელმძღვანელობს" აცნობა მან საინფორმაციო სააგენტოს Regnum.

რეზოლუციის სავარაუდო პროექტი „მკვეთრად გამოხატულ ქართულ ხაიათს" ატარებს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100