RSS
на русском en in english
21.11.2017
არხივი სტატიები
სტატიები

იარაღის სკანდალი: შეტევა იუშჩენკოზე

22.12.2008  |  16:57

რეგიონულმა პარტიამ და კომუნისტებმა მოითხოვეს თავდაცვის მინისტრის, იური ეხანუროვის, გადაყენება. რადამ უკვე დაარეგისტრირა შესაბამისი მოთხოვნა, თუმცა, პოლიტიკური კვლევის ცენტრის ვლადიმერ ფესენკოს აზრით, მას არ ექნება იურიდიული ძალა. თავდაცვის მინსტრის გადაყენება, ხომ მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია, ის კი ამას არ გააკეთებს.

კონოვალიუკის შეფასებებს და მოწოდებებს, ქვეყნის პრემიერი იულია ტიმოშენკოც ეთანხმება. კომისიის საბოლოო მოხსენებამდე, ერთი დღით ადრე მან კიევის პრეს-კონფერენციაზე „მეორე ფრონტი გახსნა" ქვეყნის მეთაურის წინააღმდეგ. მან დაადსტურა, რომ „იუშჩენკო მილიარდებს იპარავს". მან დაადანაშაულა პრეზიდენტი და მისი გუნდი 4.5 მილიარდი გრივენის მითვისების მცდელობაში. ამის გამო მან მოითხოვა, ვიქტორ ანდრეევიჩის სასწრაფო გადადგომა.

საპასუხოდ პრეზიდენტი შეპირდა, რომ ტიმოშენკო პასუხს აგებს ჭორის გავრცელებისა და ეკონომიკის ჩავარდნის გამო. უნდა აღვნიშნოთ, რომ იუშჩენკო დაბალი რეიტინგის მიუხედავად, ფლობს გასაოცარ უნარს არ ჩაიძიროს. მისი გადაყენების მცდელობები უკვე 4 წელია მიმდინარეობს, თუმცა ის ახერხებს პოზიციების შენარჩუნებას. კონოვალიუკს გაუჭირდება მასთან გამკლავება, ტიმოშენკოს დახმარებითაც კი...

სერგეი ჩაიკინი

 

1 
2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100