RSS
на русском en in english
22.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

იარაღის სკანდალი: შეტევა იუშჩენკოზე

22.12.2008  |  16:57

1/0/3/1103.jpeg19 დეკემბერს საქართველოსთვის, უკრაინის მიერ იარაღის უკანონოდ მიწოდების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ, უმაღლეს რადას თავისი საბოლოო შედეგი წარუდგინა. კომისიის თავმჯდომარემ ვალერი კონოვალიუკმა თავისი გამოსვლა დაიწყო ცნობილი დოკუმენტური ფილმის „ომი 08.08.08" ფრაგმენტების დემონსტრირებით. კადრებში ყურადღება გამახვილებული იყო იარაღზე, რომლითაც ქართველი ჯარისკაცები სამხრეთ ოსეთში იბრძოდნენ.

კომისიის მონაცემებით უკრაინა, საქართველოსთვის შეიარაღების ყველაზე დიდი მიმწოდებელიa, 2004 წლიდან მოყოლებული. გასული ზაფხულიდან მიწოდების ნაკადი აღარ შეჩერებულა. საქართველომ მიიღო 25 საზალპო ცეცხლის სისტემა "Grad", რადიოტექნიკური დაზვერვის ოთხი სადგური "Kolchuga", 15 საომარი მოდული "Shkval", 16 ჯავშან-ტრანპორტიორი, დიდი კალიბრის 1.8 მლნ საომარი მოწყობილობა. ეს ყველაფერი საბაზრო ფასზე 3-ჯერ იაფად. კონოვალიუკმა კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ სუპერთანამედროვე უკრაინული სარაკეტო კომპლექსი «Buk-М1» მოიხსნა დაცვის ხაზიდან და პრეზიდენტის პირადი განკარგულებით მიყიდეს საქართველოს 20 მლნ დოლარად, თუმცა პაკისტანი მზად იყო 5-ჯერ მეტი გადაეხადა მასში.

იარაღის ძალიან დაბალი ფასებით გაყიდვის გარდა, კომისიამ კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი აღმოაჩინა. 4 წლის განმავლობაში გაიყიდა დაახლოებით 2.5 მლრდ დოლარის იარაღი, თუმცა მხოლოდ 200 მლნ მივიდა ხაზინამდე, სარგებლის 90% სადღაც კიევსა და თბილისს შორის აორთქლდა. კონოვალიუკმა რადას დეპუტატებს წარუდგინა დოკუმენტები, რომლებიც ამტკიცებს, რომ ამაში პრეზიდენტ იუშჩენკოს ხელი ურევია.

„ჩვენ გვაქვს იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომ იარაღის გაყიდვით მიღებული ფულის ხარჯზე, პრეზიდენტს ორი ახალი დაჯავშნული ჯიპი გაუჩნდა. ამაში ჩვენი თანამდებობის პირებიც არიან დამნაშავენი, ამიტომაც უნდა გამოვუტანოთ განაჩენი ამ მთავრობას,- განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ. - ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, ნორმალურ ევროპულ სახელმწიფოში ასეთი ფაქტები კი არა, მათი მცირედი ნაწილიც კი, გამოიწვევდა ამ პირების გადყენებას. მაგრამ ადამიანი, რომელსაც 4% რეიტინგი აქვს და ქვეყანა ფაქტიურად გაკოტრებამდე მიიყვანა, დღეს ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება და პასუხისმგებლობას გაექცეს. მოცემული მასალები სრულიად საკმარისია იმისთის, რომ პრეზიდენტ იუშჩენკოს იმპიჩმენტის პროცესი დაიწყოს".

კონოვალიუკის გამოსვლის მამხილებელმა ხასიათმა, გამოიწვია პრეზიდენტის თანამებრძოლების საკმაოდ მწვავე რეაქცია.პარტიის „ჩვენი უკრაინა - ეროვნული თავდაცვა" დეპუტატმა ანდრეი პარუბიმ განაცხადა: „კონოვალიუკი ასრულებს პროპაგანდისტისა და აგიტატორის როლს, რომელიც ანტიუკრაინული ხასიათის ინფორმაციას ავრცელებს, რათა ეროვნული ინტერესები გახლიჩოს".

საბოლოოდ, რამდენიმე საათიანი დავის შემდეგ, უმაღლესმა რადამ მიიღო გადაწყვეტილება, კომისიის მუშაობის შეწყვეტის შესახებ, კონოვალიუკის დასკვნაზე კი თქვეს, რომ „ყურადღებას მიაქცევენ და გადასცემენ პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100