RSS
на русском en in english
13.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

აფხაზეთს რუსი მესაზღვრეები დაეხმარებიან

23.12.2008  |  13:14

1/1/7/1117.jpegუახლოეს მომავალში რუსეთი და აფხაზეთი ორ შეთანხმებას მოაწერს ხელს: სამხედრო სფეროში თანამშრომლობას და აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის ერთობლივი დაცვის შესახებ" - განაცხადა დღეს სოხუმში რუსეთის ელჩმა სემიონ გრიგორიევმა.

"ეს იქნება მნიშვნელოვანი შეთანხმებები. მე ახლა თარიღს არ დავასახელებ, რადგან სამხედრო ექსპერტებს და ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის, ჯერ კიდევ შეთანხმების პროცესი მიმდინარეობს. კონკრეტული თარიღის დასახელება ძნელია, მაგრამ ვფიქრობ, ეს მოხდება რამდენიმე კვირის განმავლობაში" - გვატყობინებს Gazeta.ru.

ელჩის განცხადებით, ეს დოკუმენტები უახლოეს მომავალში, მხარეების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტებს შორის ერთ-ერთი პირველი იქნება.

სემიონ გრიგოერიევი აფხაზეთში რუსეთის ელჩად მიმდინარე წლის ოქტომბერში დაინიშნა. წინათ ის იყო ავღანეთში რუსეთის წარგზავნილი და მრჩეველი. უკვე ერთი კვირაა გრიგორიევი სოხუმში იმყოფება. სამშაბათშ კი პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშს, მან ელჩის უფლებამოსილების დამადასტურებელი რწმუნებათა სიგელი გადასცა.

აფხაზეთში რუსეთის საელჩოს შენობა ჯერ არ არის, გრიგირიევი დაბინავდა სამშვიდობოების ყოფილ შტაბში - მოსკოვის სამხედრო ოლქის სანატორიუმში. ხელისუფლების რწმუნებით, რუსეთის დიპლომატებისთვის შენობის მშენებლობა ორი წლის მერე დასრულდება. თუმცა მისი არარსებობა, ორ ქვეყანას შორის შესაძლო კონსტრუქციულ დიალოგს, არ დაეტყობა. რისი დასტურიც, უფლებამოსილების სიგელის გადაცემა გახლდათ. ამ მოვლენის კომენტირებისას გრიგორიევმა აღნიშნა:

"დიდი ხანია არ ყოფილა ასეთი სიტუაცია, როდესაც რუსეთი პირველი აღიარებს ახალ სახელმწიფოს,- რუსეთის ელჩის ციტირებას ახდენს "აპსნიპრესი".- ამიტომ ახლა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა შევინარჩუნოთ ყველაზე საუკეთესო და ფასეული, რაც იყო ისტორიაში, მათ შორის რუსეთისა და აფხაზეთის უახლეს ისტორიაში. სხვა მხრივ, ჩვენს წინაშე დგას, ამ ურთიერთობის პრინციპულად ახალ საფუძველზე დამყარების დავალება, გადავაქციოთ ის ორი დამოუკიდებელი ქვეყნის სრულყოფილ ურთიერთობად. ეს კი, პირველ რიგში მოითხოვს საკანონმდებლო ბაზის შექმნას".

ორ ზემოხსენებულ ხელშეკრულებასთან ერთად, იგეგმება დაახლოებით ოცამდე დოკუმენტის ხელმოწერა, რომლებიც შეეხება სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროში, ურთიერთობებს. ახლა ისინი დამუშავების პროცესშია, სამხედრო სფეროში თანამშრომლობის და განსაკუთრებით საქართველო აფხაზეთის საზღვრის ერთობლივი დაცვის საკითხების დაყოვნება კი, არ შეიძლება. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ამჟამად აფხაზურ არმიას არ შეუძლია სასაზღვრო ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ოფიციალური სოხუმი რუსეთის სამხედრო კონტიგენტის დახმარების იმედადაა.

უკვე ცნობილია, კონკრეტულად სად განთავსდებიან ისინი. დისლოკაციის ადგილების შესახებ, გუშინ "პირველი არხის" ეთერში, აფხაზეთის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში საუბრობდა:

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100