RSS
на русском en in english
27.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ობამას ჩარჩო ხელშეკრულება მემკვიდრეობით ერგო

23.12.2008  |  15:05

1/1/8/1118.jpegაშშ საქართველოსთან იმ ჩარჩო ხელშეკრულების ხელმოწერს ჩქარობს, რომელიც ორი ქვეყნის სამხედრო და ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობას ეხება. ექსპერტების აზრით ჯორჯ ბუშის წარმავალი ადმინისტრაციის სიჩქარე, იმით არის განპირობებული, რომ აშშ-ს ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ბარაკ ობამას საქართველოსთან მეგობრობა თავს მოახვიონ.

შეგახსენებთ, რომ გასულ ხუთშაბათს თბილისში იმყოფებოდა აშშ-ს გენერალური მდივნის თანაშემწე მეთიუ ბრაიზა. მან განაცხადა, რომ აშშ გააძლიერებს საქართველოსთან ორმხრივ თანამშრომლობას უშიშროების სფეროში. ამასთან ბრაიზამ აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაში ახალი ფაზა იწყება, რადგან შეერთებული შტატები თანამშრომლობის გაფართოვებაზე იმისათვის იწყებს მუშაობას, რათა საქართველომ ნატო-ს მოთხოვნები დააკმაყოფილოს. ბრაიზამ მომავალი შეთანხმების დეტალების გახმაურებაზე უარი განაცხადა და აღნიშნა: „ჩვენ ჯერ-ჯერობით მხოლოდ იდეებზე ვმუშაობთ, არავითარი რეალური დოკუმენტი არ არსებობს".

თუმცა პარასკევს საქართველოს საგარეო საქმეტა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ ჩარჩო ხელშეკრულება ოფიციალურ აშშ-სა და ვაშინგტონს შორის, თითქმის მზადაა. გამოდის, რომ ეს დოკუმენტი სულ რაღაც 2 დღეში მომზადდა. რისთვისაა საჭირო ასეთ სიჩქარე?

„საერთაშორისო მოღვაწეობის პრაქტიკულად ყველა სფეროში განცდილი მარცხის შემდეგ ბუშის ადმინისტრაცია უკანასკნელი ძალებით ცდილობს არა მხოლოდ, როგორმე „სახის გადარჩენას", არამედ იმასაც, რომ აშშ-ს მომავალ პრეზიდენტს თავისი ტაქტიკა თავს მოახვიოს და საერთაშორისო საქმეებში მანევრირების თავისუფლება განუსაზღვროს. იურიდიული ვალდებულებების შემცველი ხელშეკრულებების ხელმოწერის დაჩქარებით, ბუშის გუნდი აპირებს ობამას არანაირი არჩევანი არ დაუტოვოს. .ბუშის გუნდი ცდილობს, რომ ახალმა პრეზიდენტმა მათ მიერ შემუშავებული კურსით იაროს" - აქვეყნებს „რია-ნოვოსტი" ამერიკულ-რუსული ურთიერთობების სპეციალისტის ციტატას (რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა).

(იმავე ექსპერტის აზრით) თავს მოხვევის კიდევ ერთი გამოვლინება და „ჯორჯ ბუშისა და კონდოლიზა რაისის ფაქტორის იძულებაა", „მათთან ანგარიშვალდებული მიხეილ სააკაშვილი და ვიქტორ იუშენკო - პოლიტიკურად გაბანკროტებულები და არა მხოლოდ თავის ქვეყანაში, არამედ მსოფლიო თანამეგობრობის თვალში დისკრედიტიტებულები".

ამიტომაც ისინი (აშშ-ს წარმავალი ადმინისტრაცია) „ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოასწრონ სამხედრო-პოლიტიკური გარიგებები ამ ხალხთან (მხედველობაშია მიხეილ სააკაშვილი და ვიქტორ იუშენკო), სხვებთან ვინც ასეთის დამჯერი არ არის, ალბათ უფრო რთული იქნება"- ამბობს ექსპერტი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100