RSS
на русском en in english
28.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რუსეთში, ოფიციალურად- აფხაზური დროშის ქვეშ . . .

24.12.2008  |  16:20

1/3/4/1134.jpegგუშინ მოსკოვში აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ჩამოვიდა. მან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რაtიფიცირებული სიგელები გაცვალეს. ამგვარად ორ ქვეყანას შორის მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთ დახმარების ხელშეკრულების პროცედურა დასრულებულია. შeგახსენებთ, რომ შეთანხმებას რუსეთის, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის პრეზიდენტებმა - დიმიტრი მედვედევმა, ედუარდ კოკოითიმ და სერგეი ბაღაფშმა ხელი 17 სექტემბერს მოაწერეს. დოკუმენტი მხარეებს ავალდებულებს თავიანთი ურთიერთობები, როგორც მეგობარმა სახელმწიფოებმა ისე ააწყონ, მჭიდროდ ითანამშრომლონ საგარეო პოლიტიკაში და ასევე თანადგომა აღმოუჩინონ ერთმანეთს სუვერენიტეტის დაცვაში, ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებასა და ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში.

მაშინ დიმიტრი მედვედევმა ამ მოვლენას შeმდეგი შეფასება მისცა: „ეს დღე ისტორიაში შევა, ქვეყნები ხომ ამ დღისაკენ რთულად მოდიოდნენ, ხოლო რესპუბლიკების ხალხმა ეს დღე უკვე განიცადა. შეთანხმებაზე ხელმოწერით საიმედო ფუნდამენტი ეყრება ფართო და ყოველმხრივ პარტნიორობას ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ, ხოლო ჩვენი საზღვრები ღია იქნება საქმიანი, კულტურული და უბრალოდ ადამიანური კონტაქტებისათვის".

24 სექტემბერს დოკუმენტი რაtიფიცირებულi იქნა აფხაზეთის პარლამენტის მიერ, ხოლო 12 ნოემბერს რუსეთის ფედერალური სათათბიროს მიერ. ორივე ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დოკუმენტისათვის იურიდიული ძალის მინიჭება კარგად შეაფასეს. სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინე კოსიჩევმა საინფორმაციო სააგენტო „Regnum"-ის კორესპონდენტთან საუბრისას აღნიშნა:

„მsგავსი იურიდიული და პოლიტიკური ნაბიჯები გარანტიაა იმისა, რომ ქართული მხარისგან იმ ძალისმიერი სცენარის და სამხედრო ავანტიურის განმეორება შეუძლებელი იყოს, რომელიც ჩვენ 7-დან 8 აგვისტოს ღამით ვნახეთ".

სოხუმში ასევე ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. პარლამენტის სპიკერის ნუგზარ აშუბას განცხადებით, „რუსეთთან დოკუმენტის რაtიფიცირების შემდეგ, აფხაზეთის ხელოსუფლებას მხოლოდ ისღა რჩება, რომ ჩამოაყალიბოს და განამტკიცოს აფხაზეთის სახელმწიფო".

წინა კვირას რუსეთის ელჩმა აფხაზეთში სიმონ გრიგორევმა, პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშს რწმუნების სიგელი გადასცა. სიგელი ადასტურებს რუსი დიპლომატების უფლებამოსილებას რესპუბლიკაში. ახლა კი მხარეებმა რატიფიცირებული სიგელები გაცვალეს. ამ შეხვედრის მსვლელობისას შამბამ და ლავროვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, საერთაშორისო ურთიერთობებში თანამშრომლობის შესახებ და ამიერიდან რუსეთი აფხაზეთის ინტერესებს დაიცავს, სხვა ქვეყნებში.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100