RSS
на русском en in english
22.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველომ დეზერტირების წინააღმდეგ 1700 სისხლის სამართლის საქმე აღძრა

24.12.2008  |  16:55

1/3/6/1136.jpegამის შესახებ, საქართველოს გაერთიანებული შტაბის ახალმა ხელმძღვანელმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა. საუბარია სამხრეთ ოსეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების ზონიდან გამოსულ სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც დროულად არ დაბრუნდნენ თავიანთ ნაწილებში. 70 მათგანი უკვე გასამართლებულია და სასჯელს იხდის დეზერტირობის მუხლით . დანარჩენებზე - გამოძიება გრძელდება.

სამხედრო ექსპერტმა ირაკლი სესიაშვილმა "Времени новостей" -სთან კომენტირებისას განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში ჯარისკაცები ხელმძღვანელობის შეცდომებზე აგებენ პასუხს. მისი სიტყვებით, "დეზერტირებზე კი არ უნდა ვისაუბროთ, არამედ არმიის ეფექტურად მართვის არარსებობაზე".

მის სიტყვებს სავსებით ეთანხმებიან თავად სამხედრო მოსამსახურეებიც. ჯერ კიდევ სექტემბერში ერვენის ტელეარხის „АЛМ" ეთერში აჩვენეს ინტერვიუ აგვისტოს მოვლენების ერთ-ერთ მონაწილესთან, რომელიც უკან დახევის შემდეგ ცხინვალიდან, სომხეთში გადავიდა.

"ხელისუფლებამ ჩვენ თავიდანვე მოგვატყუა, - განაცხადა მან. - თქვეს, რომ ჩვენ მივყავდით სამხედრო სწავლებებზე სამცხე-ჯავახეთში და გორის რაიონში. მაგრამ კოლონა მოულოდნელად ცხინვალისკენ მიბრუნდა. ჩვენ მიგვიყვანეს საარტილერიო პოზიციებზე, მაგრამ ცოტა მოგვიანებით ჩვენ ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში აღმოვჩნდით. ოსები პრდაპირი დამიზნებით ესროდნენ იმ პოზიციებს, სადაც ჩვენ ვიდექით. მოგვცეს წინ წასვლის ბრძანება და სად წავსულიყავით? ვისთან გვებრძოლა? ამ საშინელ უკუნეთში ვერავინ ვერაფერს იგებდა. ჩვენ, სამხედრო საქმეში გაუწვრთნელები, გამოუცდელები, სწავლებებზე მივყავდით და შეგვყარეს ნამდვილ ხორცსაკეპ მანქანაში. პანიკა ატყდა, არავინ ფიქრობდა შეტევაზე, ჩვენ დავიწყეთ სასწრაფოდ უკან დახევა, უამრავი უბრალოდ, გაიქცა..."

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის აგვისტოს მოვლენების შემსაწავლელმა კომისიამ, ყურადღება გაამახვილა სამხედრო უწყების უამრავ შეცდომასა და მუშაობის ხარვეზებზე . ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ გაერთიანებულ შტაბში, არ შემუშავებულა ორგანიზებულად უკანდახევის გეგმა და მან " საომარი ოპერაციების სუსტი დაგეგმვის" უნარო წარმოაჩინა.

გასული კვირის ბოლოს, ამერიკულ მასმედიაში გაჟონა ამერიკელი ექსპერტების საიდუმლო მოხსენების ნაწილმა, ქართული არმიის მდგომარეობის შესახებ. მოხსენებაში ნათქვამია, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გადაწყვეტილებები მიიღება იმპულსურად, სამხედრო ხელმძღვანელები კი მაღალ თანამდებობებზე ინიშნებიან კერძო კავშირების წყალობით და არა პროფესიული ნიშნით.

ექსპერტი კობა ლიკლიკაძე, რომელმაც ქართული არმიის მდგომარეობის შესახებ მსგავსი ანალიზი მოამზადა, ბევრ რამეში ეთანხმება ამერიკელ ექსპერტებს. მეტიც, ის ირწმუნება, რომ ქართველი ექსპერტების შეფასებები გაცილებით უფრო მკაცრი იყო ვიდრე, ამერიკელი სამხედრო გამომძიებლების დასკვნა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100