RSS
на русском en in english
24.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სამხრეთ ოსეთი საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ქმნის

24.12.2008  |  17:24

1/3/8/1138.jpegგუშინ ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ ოსეთში საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ქმნიან. ამის შესახებ ინფორმაცია, რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს, სამხრეთის რეგიონალური ცენტრის გენერალ-მაიორმა ალექსანდრე კოლუპაევმა გაავრცელა.

რუსი მაშველები, აგვისტოს მოვლენების შემდეგ სამხრეთ ოსეთს აქტიურ დახმარებას უწევდნენ. რესპუბლიკის ინფრასტრუქტურა სერიოზულ აღდგენას საჭიროებდა, ხოლო საკუთარი სპეციალისტები, რომლებსაც მსგავს სიტუაციებში მუშაობა შეეძლოთ, პრაქტიკულად არ ყავდათ.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების ხელმძღვანელის თქმით, რუსი მაშველების დახმარებით სამხრეთ ოსეთში, ყველა სასიცოცხლო მნიშვნელობის სისტემა აღდგა. კერძოთ, მთლიანად აღდგენილია წყალ-მომარაგება და ენერგო-მომარაგება. „გაზპრომთან" ერთად ყველა სკოლაში, რომლებიც აქამდე შეშით თბებოდა, აშენებულია გაზის საქვაბეები. მოგვარდა ყველა მნიშვნელოვანი ობიექტის თხევადი აირით მომარაგების საკითხი. ოქტომბერში შაიგუმ განაცხადება გააკეთა, იმის თაობაზე, რომ რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო მზადაა, სამხრეთ ოსეთს საკუთარი სამაშველო სამსახურის შექმნაში დაეხმაროს. 14 ნოემბერს ცხინვალში რესპუბლიკის მომავალი, საგანგებო სიტუაციათა სამინისტროსათვის აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა შენობა. შენობის გახსნაზე მყოფმა პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ საინფორმაციო სააგენტოსათვის «Regnum» მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა: „ვფიქრობ, ეს კარგია იმისათვის, რომ ხალხი სამხრეთ ოსეთში დარწმუნებული იყოს, სამსახური, რომელიც აქ იქმნება ძლიერია და ეს კეთდება ყველაზე ძლიერი სტრუქტურის - რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს მხარდაჭერით. ყველა ამ სტრუქტურის ტრადიცია აქაც შენარჩუნებული იქნება".

8 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, უკვე ოფიციალურად დაავალა საგანგებო სიტუაციათა მინისტრს, სამხრეთ ოსეთისათვის მონათესავე უწყების შექმნაში დახმარების აღმოჩენა.

„ისინი საკუთარ საგანგებო საქმეთა სამინისტროს ქმნიან. ეს თქვენი „უმცროსი ძმაა". საჭიროა ფეხზე დადგომაში მიხმარება, რათა ეს სამსახური მთელი ძალებით ამუშავდეს. ჩვენს სმხრეთ ოს კოლეგებს, სახელმწიფო მექანიზმების დალაგებაში უნდა დავეხმაროთ, მივაწოდოთ რეგლამენტები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში უკვე არსებობს და საკუთარ თავს რეკომენდაცია გაუწიეს".

ალექსანდრე კოლუპაევის განცხადებით ამ სამუშაოს ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია, მაგრამ თუ საჭირო გახდება, რუსეთი მზადაა კიდევ ერთხელ მიავლინოს რესპუბლიკაში სპეციალისტები და დამატებითი აღჭურვილობა. ამ თემაზე საუბრისას და იმაზე თუ რა არის უკვე გაკეთებული, გენერალმა განაცხადა:

„სამხრეთ ოსეთში უნდა იყოს 7 სახანძრო-სამაშველო ნაწილი, რომლიდანაც 5 უკვე მუშაობს, 4 მათგანი თავიდან არის აშენებული, ხოლო 1 რეკოსნტრუქციას დაექვემდებარა. მიმდინარეობს ამ ნაწილების, მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვის დასრულება. თუ აუცილებლობა იქნება, ჩვენ იქ სპეციალისტებს მივავლენთ".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100