RSS
на русском en in english
19.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ეუთო საქართველოდან მიდის

25.12.2008  |  09:30

2009 წლის 1 იანვრიდან ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მისია, წყვეტს მუშაობას საქართველოში. ამის შესახებ 22 დეკემბერს, ვენაში შემდგარი სხდომის შემდეგ, განაცხადა ამ ორგანიზაციის მუდმივი საბჭოს თავმჯდომარემ ანტი ტურუნენმა.

1/4/5/1145.jpegმან განმარტა, რომ ამ ნაბიჯზე წასვლა მოუწიათ იმის გამო, რომ სადამკვირვებლო მისიის სამუშაოს ვადის გაგრძელებას "არ დაუჭირა მხარი, ერთმა ქვეყანამ". ნაგულისხმევი იყო რუსეთი. შესაბამისად, მისია რომელიც საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში 16 წელი მუშაობდა, უქმდება.

მითი მანდატის ვადა 31 დეკემბერს მთავდება. ჯერ კიდევ ნოემბერში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძვანელმა გრიგორი კარასინმა გააკეთა განცხადება, რომ რუსეთი დაჟინებით ითხოვს, სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის, ფორმალური სტატუსის შეცვლას.

შემდგომში ამ თემაზე უფრო კონკრეტულად ისაუბრა, ეუთოში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა- ანვარ აზიმოვმა. მან განმარტა, რომ "საქართველოში მისიის მოქმედი მანდატი, ვრცელდება აფხაზეთზეც და სამხრეთ ოსეთზეც. ამგვარი ვითარება მიუღებელია, ამ რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გამო".

ანუ სამხრეთ ოსეთში შეიძლება გაიგზავნოს მხოლოდ ეუთოს მისია, უფლებამოსილებით იმუშაოს ამ რესპუბლიკაში. იგივე სიტუიაციაა აფხაზეთთან დაკავშირებითაც, მაგრამ დასავლეთი ამაზე არ წავიდა.

ადრე ეუთოს წყარო რია ნოვოსტისთან საუბარში უკვე ვარაუდობდა, რომ დამკვირვებელთა მანდატი, გაგრძელებული არ იქნებოდა. "არ არის გამორიცხული, რომ ფინეთის თავმჯდომარეობა დაჟინებით მოითხოვს მის გაგრძელებას, თუნდაც 3 თვით. თუმცაღა ასეთი გადაწყვეტილება, სავარაუდოდ არფერს მოიტანს", -განაცხადა მან.

ასეც მოხდა. სწორედ ფინეთის საგარეოს საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე სუბმა, ვენაში მუდმივი საბჭოს ზემოთხსენებულ სხდომაზე, მოუწოდა კოლეგებს "შეთანხმდნენ თუნდაც ტექნიკურ გაგრძელებაზე, სამომავლო მოლაპარაკებების მიზნით". მაგრამ მოსკოვმა დაბლოკა ეს წინანდადება.

განჭვრიტა რა მოვლენათა ამგვარი განვითარების შესაძლებლობა, ა.შ.შ შეეცადა წინასწარ ჩაეგონებინა რუსეთისათვის, რომ მას არ აქვს უფლება დაბლოკოს ეუთოს მისიის საქმიანობა. ამ განცხადებით მიმართა მოსკოვს, 18 დეკემბერს ა.შ.შ -ს სახელმწიფო მდივანის თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ. მისი ციტირება გააკეთა საიტმა Day.az:

"რუსეთს არ აქვს უფლება გადაწყვიტოს სადამკვირვებლო მისიის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის საკითხი. კონფლიქტის ზონებში დაშვებულნი უნდა იყვნენ სადამკვირვებლო მისიები. ეს საქართველოს ტერიტორიაა და თუკი საქართველო და ევროკავშირი მიიღებენ გადაწყვეტილებას, დამკვირვებლები შევლენ ამ ტერიტორიებზე, მიუხედავად რუსეთის პოზიციისა".

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100