RSS
на русском en in english
23.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რაისი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს

25.12.2008  |  12:54

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კონდოლიზა რაისმა საინტერესო განცხადება გააკეთა, რომ აგვისტოს მოვლენების წინა დღეებში საქართველოს ხელისუფლების მოქმედებას, არ შეიძლება ეწოდოს "საპასუხისმგებლო".

France Press-თან ინტერვიუში მან ასევე აღნიარა, რომ მიხეილ სააკაშვილი მიერ ჩატარებული სამხედრო აქცია, ბუშის ადმინისტრაციისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

1/4/7/1147.jpeg"მე მხედველობაში არ მაქვს ზუსტი თარიღი და ის, თუ როგორ მიმდინარეობდა ეს ყველაფერი - ხაზი გაუსვა მან - მაგრამ ფაქტია, რომ ამ რეგიონში გარკვეული დროის განმავლობაში, იყო არასტაბილური სიტუაცია. აგვისტოს მოვლენებამდე ერთი თვით ადრე საქართველოში ჩემი ვიზიტიც, იმ მიზანს ისახავდა, რომ საქართველოსგან მიმეღო პირობა, რომ ის არ გამოიყენებდა ძალას".

რაისის აზრით, პრობლემა იმაშია, რომ კონფლიქტის ყველა მხარეს, ომის წინა პერიოდში არ ეყო სიბრძნე და ამან ისინი აგვისტოს ომამდე მიიყვანა.

"ჩვენ გარკვევით განვუმარტეთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მან არ უნდა აწარმოოს არანაირი საომარი მოქმედებები, რადგანაც ეს მხოლოდ საპასუხო რეაქციას გამოიწვევს, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა - მაგრამ რუსებმა უფრო მეტიც კი გააკეთეს იმისთვის, ვიდრე ვინმე გააკეთებდა საკუთარი სამშვიდობოების დასაცავად."

სხვა რა საშუალებებით შეიძლებოდა, იმ სიტუაციაში მათი დაცვა, მან არ განმარტა. მაგრამ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისროს ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა თავშეკავებული კმაყოფილება გამოხატა, გაკეთებული აღიარების გამო.

"კარგია, რომ აშშ აღიარებს, რომ იცოდნენ საქართველოს მხრიდან სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ მოსალოდნელი აგრესიის შესახებ, - განაცხადა მან აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი შამბასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, მოსკოვში. შამბამ კი დაამატა, რომ მისის აზრით, მოახლოებული ომის შესახებ იცოდა ყველამ.

"საქართველო საკუთარი შეიარაღებული ძალების დემონსტრირებას ახდენდა და ამბობდა, რომ მისი მთავარი მიზანი - ქვეყნის ტერიტორიაული მთლიანობის აღდგენაა. - ციტირებას ახდენს"Regnum". - ამბობდა იმასაც, რომ არმიაში ჩადებულია 1 მილიარდი დოლარი. ყველა განცხადება, იმის დემონსტრირება იყო, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში აქცია ჩატერდებოდა".

ლავროვმა გაიხსენა იმ დავიწყებული დაპირების შესახებ, რომელიც ამერიკელებმა მისცეს:

" ჩვენ არაერთხელ შევეცადეთ აშშ-ს ყურადღება მიგვექცია იმაზე, თუ საით მიყავდა სიტუაცია სააკაშვილის რეჟიმს, ამაზე ვაშინგტონიდან გვპასუხობდნენ: "ნუ შეშფოთდებით, თუ ის გამოიყენებს ძალას, მაშინ მან შეუძლია დაივიწყოს ნატოს წევრობა". თუმცა, აღნიშნა მინისტრმა, "ნატოს თემა დღეს სულ სხვა რაკურსში ჟღერს", ლაპარაკია იმაზე, რომ აგვისტოს მოვლენების შემდეგ, ამერიკა ყველანაირად უჭერდა მხარს, საქართველოს ნატოში შესვლას.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100