RSS
на русском en in english
29.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის თეთრი წიგნი

25.12.2008  |  15:52

1/5/5/1155.jpegსამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ აგრესია 2005 წლიდან მზადდებოდა. ამის შესახებ განაცხადა, რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბასტრიკინმა, როდესაც კავკასიაში აგვისტოს მოვლენების გამოძიების ზოგიერთი შედეგები გამოაქვეყნა.

ეს განცხადება საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ 23 დეკემბერს გააკეთა, საკუთარი წიგნის - "ოსეთის ტრაგედია. სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის თეთრი წიგნი. 2008 წლის აგვისტო" - პრეზენტაციაზე. გადმოგვცემს "Vremya Novostei". წიგნი შექმნილია საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების მიხედვით (საქმე აღძრულია გამოძიების ფარგლებში, რომელიც საგამოძიებო კომიტეტმა სამხრეთ ოსეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, რუსეთის მოქალაქეების მოკვლის ფაქტებზე აგვისტოში დაიწყო.)

"ქართული შეიარაღებული ქვედანაყოფების მოქმედებები ადრევე იგეგმებოდა, - განაცადა ალექსანდრ ბასტრიკინმა. - გამოძიების ხელთაა ის მასალები, რომლებიც საქართველოს შეიარაღებული ძალების გაქცევის შემდეგ ამოიღეს. ჩვენ შევისწავლეთ ის, გენერალური შტაბის სპეციალისტებთან ერთად და ჩვენი შეფასებით, ისინი წარმოადგენენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაპყრობის ოპერაციის გეგმას. ის შემუშავებული იყო 2005-2007 წლებში, რაც მეტყველებს თბილისის მიერ წინასწარ შემუშავებულ ვარიანტებზე, ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით დაემყარებინა რესპუბლიკებზე კონტროლ".

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის სიტყვებით, რუსმა გამომძიებლებმა "აქრთული არმიის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ბარბაროსული ხასიათის მოქმედებების" 5 000-ზე მეტი სხვადასხვა დოკუმენტი და დამამტკიცებელი საბუთები შეაგროვეს". ჩატარებული იყო დანაშაულის ადგილების ასობით დათვალიერება, 400-ზე მეტი სხვადასხვა სასამართლო ექსპერტიზა, დაკითხული იქნა 1,5 ათასი მოწმე.

"მასალები საშუალებას გვაძლევენ, საქართველოს სამხედრო ხელმძღვანელებისა და არმიის მოქმედებებს მივცეთ: სამხრეთ ოსი ხალხის, ამ ნაციონალურ-ეთნიკური ერთობის განადგურების კვალიფიკაცია", - შეაჯამა ბასტრიკინმა.

შესაბამისი კომენტარი ა.შ.შ-ს მხრიდან, რამდენიმე საათში მოყვა.სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა შონ მაკკორმაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გენოციდთან დაკავშირებულ დასკვნებს, ვაშინგტონი არ იზიარებს.

1/5/4/1154.jpegმაგრამ ეს არ არის ერთადერთი დანაშაული, რომლისთვისაც საფუძველი იპოვნა საგამოძიებო კომიტეტმა. აქამდე ის სამხრეთ ოსეთში მომხდარს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის, ორ სტატიას უფარდებდა. "გენოციდი" -ანუ- "ორი ან მეტი პირის მკვლელობა, რომელიც ჩადენილია რასობრივი ან ნაციონალური შუღლის მოტივით".

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100