RSS
на русском en in english
23.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ალასანია ოპოზიციას ხვდება

26.12.2008  |  10:25

აშშ-დან დაბრუნებულმა, გაეროში საქართველოს ყოფილმა მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი ალასანიამ ხუთშაბათს საკუთარი გეგმების შესრულება დაიწყო და ოპოზიციის ლიდერებთან პირველი შეხვედრა გამართა.

ამჯერად ის "ახალი მემარჯვენეების" ლიდერს დავით გამყრელიძესა და რესპუბლიკელ დავით უსუფაშვილს შეხვდა.

1/6/3/1163.jpeg"მემარჯვენეები" და რესპუბლიკელები, რომლებმაც ახლახანს შექმნილი პოლიტიკური ალიანსი საერთო პოლიტიკური შეხედულებებითა და სტრატეგიით ახსნეს. ირაკლი ალასანიასთან თანამშრომლობისათვის მზადყოფნა მათ მაშინ განაცხადეს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ალასანიამ გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოსტი დატოვა.

თბილისში დაბრუნებულმა ირაკლი ალასანიამ, დაადასტურა მასობრივი ინფორმაციების საშუალებით გაჟღერებული ვარაუდები, მისი აქტიურ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ. მეტიც, ოპოზიციაში გადასვლის შესახებ. ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის გამოდის ვადამდელი არჩევნების ჩატარების და ხელისუფლების კონსტიტუციური გზით შეცვლის მოთხოვნით. ალასანიამ ასევე აღნიშნა სახელმწიფოს მართვის ფილოსოფიის შეცვლის აუცილებლობა და აგვისტოს მოვლენების განვითარებაში, საქართველოს პრეზიდენტი დაადანაშაულა. მან არ დაადასტურა ინფორმაცია ახალი პოლიტიური პარტიის შექმნის შესახებ, მაგრამ აღნიშნა, რომ კონსულტაციებს გაივლის ყველა ოპოზიციურ პარტიასთან და ჩამოყალიბდება, კრძოდ ვისთან ითანამშრომლოს.

რესპუბლიკელები და "მემარჯვენეები" ალასანიასთან შეხვედრის შედეგებზე ჯერ არაფერს ამბობენ, მაგრამ აღნიშნავენ, რომ ალასანიასთან თანამშრომლობის შესახებ, უფრო კონკრეტულად საზოგადოება მოგვიანებით შეიტყობს.

ჯერჯერობით შეხვედრის მონაწილეებმა დააფიქსირეს, საერთო მიზნების არსებობა - ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლა და ქართულ პოლიტიკაში ახალი, პოზიტიური რეალობის ჩამოყალიბება.

დავით გამყრელიძის განცხადებით, ამ საკითხებზე ირაკლი ალასანიასა და სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან კონსულტაციები გაგრძელდება.

...ალასანია ერთადერთი ქართველი პოლიტიკოსი არაა, რომელიც აქტიურად ხვდება ოპოზიციის წარმომადგენლებს. "საქართველოს გზის" ლიდერიო სალომე ზურაბიშვილი, ხუთშაბათს ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, შალვა ნათელაშვილს შეხვდა.

ეს მორიგი შეხვედრაა, რომელსაც აშშ-დან და ევროპიდან დაბრუნებული სალომე ზურაბიშვილი, ყველა ოპოზიციური ძალის ლიდერებთან ატარებს. ამერიკასა და ევროპაში ის დეკემბრის დასაწყისში იმყოფებოდა.

როგორც განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა: " ჩვენი შეხვედრის თემა ხელისუფლების მშვიდობიანი, კონსტიტუციური გზით შეცვლაა. საქართველოს არსებულმა ხელისუფლებამ, უკვე ამოწურა ყველა რესურსი და ქვეყნის მართვა მას უკვე აღარ შეუძლია. ის უნდა გადადგეს, მაგრამ მანამდე უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. ამ წინადადებით მივმართავ ყველა ოპოზიციურ ძალას და შეხვედრებზე მათთან ერთად განვიხილავ ამ საკითხს".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100