RSS
на русском en in english
21.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ურთიერთობების მოგვარებაში ეკლესია დაგვეხმარება

26.12.2008  |  13:10

ამ ბოლო ხანებში, რუსეთისა და საქართველოს პოლიტიკოსები ერთმანეთს მკვეთრი განცხადებების კეთებაში ეჯიბრებიან. შეძლებს მხარეების შერიგებას ეკლესია?

1/6/5/1165.jpegდღეს დიმიტრი მედვევმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს ილია მეორეს ინტრონიზაციის 31 წლისთავთან დაკავშირებით მილოცვა გაუგზავნა. როგორც კრემლის პრეს-სამსახური იტყობინება, რუსეთის პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა მის დამსახურებას, ორი ქვეყნის ხალხებს შორის ურთიერთგაგების მოგვარებაში.

"ბევრ საკითხში თქვენი პირადი ძალისხმევით, საქართველო-რუსეთის საეკლესიო, კულტურულ-ჰუმანიტარული კავშირები, კვლავინდებურად საიმედო საფუძვლს წარმოადგენენ, ჩვენს ხალხს შორის კეთილმეგობრული ტრადიციებისა და ურთიერთგაგების საკითხში",- ნათქვამია მილოცვაში.

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი თავად მივიდა სამების საკათედრო ტაძარში, რათა პირადად მიელოცა პატრიარქისთვის და მადლიერება გამოეთქვა საქართველოსთვის გაწეული სამსახურისთვის. მან ხაზი გაუსვა:"ილია ჭავჭავაძის შემდეგ,ათწლეულების განმავლობაში არავის გაუკეთებია საქართველოსთვის იმაზე მეტი, ვიდრე ილია მეორემ გააკეთა".

შეგახსენებთ, რომ მხოლოდ მან შეძლო რუსულ-ქართული დიალოგისთვის, სათავის დადება.ჯერ მხოლოდ სახალხო დიპლომატიის დონეზე.

კათალიკოსი მოსკოვში ჩამოვიდა, რათა ბოლო გზაზე გაეცილებინა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი ალექსი მეორე. იმ დღეებში გაიმართა ილია მეორისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა. განაცხადეს, რომ დიმიტრი მედვედევი და ქართული ეკლესიის მამამთავარი, პოლიტიკურ საკითხებს არ განიხილავდნენ. მაგრამ დათბობის პირველი ტენდენციები შეინიშნებოდა. თბილისში დაბრუნებულმა ილია მეორემ, ასე შეაფასა რუსეთის პრეზიდენტთან საუბარი:"ეს იყო საკმაოდ კარგი, დადებითი შეთანხმებები, თუმცა ის მოითხოვს გაგრძელებას, ფრთხილ და დიპლომატიურ მიდგომას. ვფიქრობ, ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს დაწყებულ საქმეს".

ამ სიტყვებს პირველი, საზოგადო მოღვაწეები გამოეხმაურნენ. რუსეთის ფედერაციის სახალხო პალატაში ქართული და რუსული დელეგაციის წარმომადგენლებმა, შეთანხმებას მიაღწიეს ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებაში. თბილისში დარწმუნებულები არიან: ქვეყნებს შორის დიალოგის განახლება ღვთის ნებაა.

გუშინ საქათველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ეგიდით, თბილისში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია "რწმენა და ცოდნა, მსოფლიო კულტურის საფუძველია." რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს, პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილ შვიდკოი.

ილია მეორემ კონფერენცია ამ სიტყვებით გახსნა: "მთელი ჩვენი კულტურა დამყარებულია ქრისტიანულ რწმენაზე. როდესაც ხალხთა ურთიერთობა აგებულია რწმენასა და განათლებაზე, ეს გაცილებით უკეთესია. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ აქ იმწოფება მიტროპოლიტი - მსოფლიო პატრიარქის წარმომადგენელი, ასევე რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაცია".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100