RSS
на русском en in english
11.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რუსეთი გააკონტროლებს სამხრეთ ოსეთისთვის გამოყოფილ სახსრებს

26.12.2008  |  13:27

1/6/6/1166.jpegრუსთში იგეგმება სამხრეთ ოსეთის აღორძინების ფედერალური დირექციის შექმნა, რომელიც დაკავდება რესპუბლიკის აღდგენისთვის გამოყოფილი, საბიუჯეტო სახსრების კონტროლით. ამის შესახებ განცხადება გააკეთა რუსეთის ფედერაციის საანგარიშო პალატის აუდიტორმა სერგეი რიაბუხინმა.

"საანგარიშო პალატის კოლეგიამ 19 დეკემბერს მიიღო ჩვენი წინადადება, შეიქმნას ერთიანი ფედერალური დირექცია,- ატყობინებს რიაბუხინი გაზეთს"კომერსანტი".-ამჟამად ეს გადაწყვეტილება იურიდიულ შემოწმებას გადის, ასე რომ თუ ყველაფერი კარგად წავა, საღამოს ჩვენ რუსეთის ფედერაციის მთავრობას გადავუგზავნით ტექსტს, ასევე რეგიონალურ სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს. ამასთან ერთად ნოტით მივმართავთ, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას".

საანგარიშო პალატის აუდიტორმა, განმარტა თუ რით არის მოტივირებული ამგვარი ნაბიჯი:"ამ ინიციატივით ვიმედოვნებთ, რომ დავიცავთ სამხრეთ ოსეთ იმ შეფერხებებისა და ხარვეზებისგან, რომლებსაც ადგილი ქონდა ჩეჩნეთის აღდგენის დროს. როდესაც ობიექტები არ შენდებოდა, ჩნდებოდა უამრავი შეკითხვა, მაგრამ სამშენებლო- აღდგენითი დირექციის შექმნის შმდეგ, ყველა ობიექტი უმოკლეს ვადებში იქნა აშენებული".

რიაბუხინმა ნოემბერშო უხელმძღვანელა, რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის, ეფექტური და მიზან მიართული დაფინანსების სპეციალურ კომისას.

19 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის საანგარიშო პალატის კოლეგიას, მან წარუდგინა ჩატარებული სამუშაოს ანგარიში. საინფორმაციო სააგენტოს "რეგნუმ" შეტყობინებით, ანგარიშში სხვა მრავალთან ერთად, შემდეგი ციფრები იყო მოყვანილი:

"2008 წელს უპირველეს ყოვლის უზრუნველსაყოფი ღონისძიებებიდან, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ობიექტების აღსადგენად, ფედერალუტრი ბიუჯეტიდან გათავლისწინებულია 2 მილიარდი რუბლის გამყოფა. ფაქტიურად შემოწმების მომენტში რესპუბლიკას მიღებული ჰქონდა 550 მილიონი, რომლიდანაც 500 ჯერ არ იყო გამოყენებული".

ამ შეტყობინებიდან არ ხდება ნათელი, რა თანხა იყო შემოწმების მომენტისათვის გამოყოფილი. რაც მთავარია, რატომ იქნა გამოყენებული მხოლოდ მეთერთმეტედი ნაწილი, მიღებული თანხისა? ამ ყველაფრიდან გამომდინარე, უპირველეს ყოვლისა ხსენებული ფედერალური დირექცია, ალბათ სწორედ ამ შეკითხვებზე პასუხის მოძებნით დაკავდება.

სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაციის საანგარიშო პალატის ინიციატივას, მოწონებით შეხვდნენ.ახალი მაკონტროლებელი აპარატის შექმნის შესაძლებლობის კომენტირებისას, რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ აღნიშნა: "მე ამ შემოთავაზებას საკმაოდ პერსპექტიულად მივიჩნევ. ასეთი ნაბიჯი ხელს შეუწყობს რუსეთის ფედერაციის აღმასრულებელ ხელისფულებას, სამხრეთ ოსეთის მოიჯარეებსა და ხელისუფლებას შორის დიალოგის დარეგულირებას. ჩვენ ამ იდეს მთავრობის პრეზიდიუმის უახლოეს სხდომაზე განვიხილავთ".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100