RSS
на русском en in english
19.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რთული გზა სახლისაკენ

26.12.2008  |  14:51

1/6/9/1169.jpeg23 დეკემბერს თურქი მესხების საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარემ ს. ბარბაქაძემ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტ. დევისს წერილი გაუგზავნა. მასში ნათქვამია, რომ საქართველოში თურქი-მესხების რეპატრიაციის პროცესი კვლავინდებურად გართულებულია. წერილიში ევროპის საბჭოს სთხოვენ, რომ მიიღოს საჭირო ზომები იმისათვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შესრულოს რეპატრიაციასთან დაკავშირებული ვალდებულება.

შეგახსენებთ, რომ ივნისში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, თურქი-მესხების რეპატრიაციის შესახებ და პირობა დადო, რომ ყველა მსურველს სამშობლოში დააბრუნებდა. ბარბაქაძის სიტყვებით, საქართველოს ხელისუფლების დაპირების მიუხედავად, ადგილზე სიტუაცია სულ სხვაგვარად გამოიყურება. 300 ათასი თურქი-მესხიდან, რომლებსაც საქართველოში დაბრუნების დაუცხრომელი სურვილი აქვთ, ეს შესაძლებლობა 3 ათას ადამიანზე მეტმა ვერ მიიღო. ამასთანავე, განცხადებების მიღების ვადა თითქმის ამოიწურა - ეს ვადა 2009 წლის 1 იანვრამდეა.

სხვათაშორის, ეს გარემოება უკვე გაითვალისწინეს პარლამენტში. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 25 დეკემბრის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „მე-20 საუკუნის 40-იან წლებში საბჭოთა საქართველოდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციას", ასევე დაამტკიცა საქართველოს კანონში შევიდეს, შესაბამის ცვლილებები. ახლა იმისათვის, რომ რეპატრიანტის სტატუსი მიიღონ, საქართველოდან მე-20 საუკუნის 40-იან წლებში იძულებით გასახლებულმა პირებმა და მათმა შთამომავლებმა, საქართველოში შესაბამის უწყებას განცხადებით 2009 წლის 1 იანვრამდე უნდა მიმართონ.

...პრობლემის ისტორია იწყება 1944 წლიდან. მაშინ დაახლოებით 90 ათასი თურქი-მესხი სამცხე-ჯავახეთიდან გაასახლეს. ძირითადი ნაწილი გააგზავნეს უზბეკეთში, ფერგანის ველზე. თუმცა ჩასახლებულებმა, ძირითად მოსახლეობასთან საერთო ენა ვერ გამონახეს. 1989 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ მათი რუსეთის საბჭოთა ფერედაციაში, ყაზახეთსა და აზერბაიჯანში ევაკუირება მოახდინა და დაპირდა, რომ მალე საქართველოსში დაბრუნების საშუალებასაც მისცემდა.

ეს დაპირება არ შესრულებულა. მოგვიანებით საკმაოდ ბევრი მესხი თურქეთსა და აშშ-ში გადასახლდა. ჯავახეთში კი, დღემდე ცხოვრობენ ძირითადად სომხები. რომლებიც, სხვათა შორის ყოველთვის რთულად ეთვისებოდნენ თურქებს. ეს , რა თქმა უნდა, ართულებს საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებს.

ს.ბარბაქაძის წერილი პირველი მცდელობა არ არის, ამ პრობლემისკენ ევროპული თანამეგობრობის ყურადღება მოიზიდოს. მიმდინარე წლის აგვისტოში კრასნოდარის მხარის თურქი-მესხების თემის აქტივისტებმა, თავიანთი უკმაყოფილება გამოთქვეს:"მოვუწოდებთ ევროპს საბჭოს, აიძულოს საქართველო, რომ შეასრულოს აღებული ვალდებულება". ოქტომბერში, თურქი-მესხების სამშობლოში დაბრუნება, უკვე რუსეთის სახელმწიფო დუმამ მოითხოვა.დეპუტატებმა მოსთხოვეს მსოფლიო ორგანიზაციებს, რომ ამ ადამიანების რეპტრიაციისთვის, საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, თბილისზე მოეხდინათ ზეწოლა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100