RSS
на русском en in english
24.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

იარაღის სკანდალი: ნამეტისგან ვთავისუფლდებით?

29.12.2008  |  10:22

1/8/1/1181.jpegუკრაინის გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის, გენერალ-პოლკოვნიკ გენადი ვორობიოვის განცხადებით, საქართველოსთვის იარაღის მიყიდვით, უკრაინის თავდაცვისუნარიანობას ზარალი არ მიდგომია. გენერალმა განაცხადა, რომ იარღის მიწოდება ხდებოდა „ნამეტიდან", რომელიც განვითარების პროგრამაში არ დასჭირდათ.

19 დეკემბერს უკრაინის მიერ, საქართველოსთვის იარაღის მიწოდების დეტალების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელი- ვალერი კონოვალიუკი გამოძიების შედეგებით წარსდგა ფართო საზოგადოების წინაშე. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა: საქართველო უკრაინისგან იარაღს,პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს მითითებით იღებდა, თანაც დემპინგურ ფასებში. ამასთანა ერთად, ნავაჭრის 90 პროცენტი სადღაც გაქრა. კომისიის თავმჯდომარის მოსაზრებით, ამ საქმეშიც ურევია პრეზიდენტის ხელი. ამის გამო, უკრაინის თავდაცვისუნარიანობამ საგძნობლად იზარალა. მოხსენების დასასრულს, კონოვალიუკი გამოვიდა წინადადებით, იმპიჩმენტი გამოუცხადონ იუშჩენკოს. თუმცა, რადამ გადაწყვიტა იმპიჩმენტის ნაცვლად, პრეზიდენტს გაფრთხილება მისცეს. გამოძიების მასალები შესასწავლად გენერალურ პროკურატურას გადაეგზავნა, თავად კომისიამ კი, რომლემაც სამუშაო დაასრულა - დაითხოვეს.

მოერე დღესვე პარლამენტის დერეფნებში უკრაინის გენშტაბის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკი გენადი ვორობიოვი გამოჩნდა. იგი შეეცადა კონოვალიუკის დასკვნების უარყოფას და განაცხადა, რომ იარაღის გაყიდვით, უკრაინის ბრძოლისუნარიანობას არანაირი დანაკლისი არ განუცდია.

მისი სიტყვებით, 2006-2011 წლებში უკრაინის შეიარაღებული ძალების განვითარების სახელმწიფო პროგრამა, შეიარაღების სისტემებისა და საბრძოლო ტექნიკის გარკვეული ნაწილისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. ყველაფერი ზედმეტი 2006 წელს გადეცა თავდაცვის სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტს, რათა მიეღო გადაწყვეტილება მათ შემდგომ გამოყენებაზე. გენერალმა განაცხადა, რომ იარაღის მიწოდება წარმოებდა სწორედ იმ „ნამეტი"-დან, რომელიც განვითარების პროგრამაში არ მოხვდა.

ვორობიოვმა ასევე განაცხადა, რომ საზენიტო -სარაკეტო დივიზიონს "BUK-М1", რომელიც საქართველოს, სახელმწიფო კომპანიამ "Ukrspetseksport" მიჰყიდა, „ჯერ კიდევ 2006 წელს ამოეწურა ექსპლუატაციის ვადა და იმავე წელს ბალაკლეის ქარხანაში სარემონტოდ გაიგზავნა",- ციტირებას ახდენს Vovremya.info..

„უკრაინის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილების შესაბამისად, მოხდა საბრძოლო შემადგენლობიდან ამ დივიზიონის გამოყვანა და ამას შეიარაღებული ძალების ნაწილების და შენაერთების საბრძოლო მზადყოფნა არ დაუზარალებია",-განაცხადა ვორობიოვმა და დაამატა, რომ უკრაინას არ სჭირდება ზედმეტი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის იარაღი.

თუმცა პარლამენტარებისა და სამხედრო ექსპერტების უმეტესი ნაწილი, არ ეთანხმება გენერალს და ამტკიცებენ, რომ: ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის მნიშვნელოვანი ზარალი იქნა მიყენებული და არა მხოლოდ საქართველოსთვის იარაღის მიყიდვით.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100