RSS
на русском en in english
14.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

მრავალ ახალ წელს თბილისო

01.01.2009  |  12:00

1/8/3/1183.jpegნებისმიერ ქართულ ოჯახში დიდია იგი თუ პატარა, მდიდარია თუ არც ისე, საახალწლო სუფრაზე აუცილებლად იქნება საცივი, ნადუღი და გოზინაყი. როგორ, თქვენ არ იცით, ეს რა არის? მაშინ წინ წინასაახალწლო საქართველოში, სადაც შუაღამის ზარების ჩამოკვრამდე, დიდი ხნით ადრე ახალგაზრდა ღვინის არომატით, ხილის და ნუგბარის სურნელით დაგვეხვევა თავბრუ .

მხიარულ და სტუმართმოყვარე მასპინძლებზე, უკანასკნელ წლებში მომხდარ რევოლუციას და ომებს გავლენა არ მოუხდენია. ახალი წელი - მთავარი ოჯახური დღესასწაულია და მას ისევე ხვდებიან როგორც 10, 30, 100 წლის წინათ. . .

აქ დემონსტრატიულად არ ყრიან ავეჯს, ისე როგორც იტალიაში, თუმცა თავისი ტემპერამენტითა და არტისტიზმით ქართველები, იტალიელებს ოდნავაც არ ჩამორჩებიან. ისინი უბრალოდ და საქმიანად ასუფთავებენ სახლებს, დაგროვილი უსარგებლო ნივთებისაგან. გამოგავე მთელი ნაგავი - ესეიგი ახალ წელს, ძველი წყენებისა და ჩხუბებისათვის ადგილი აღარ დარჩება, დარწმუნებულნი არიან ქართველი დიასახლისები. ყველაფერი უნდა პრიალებდეს და ბრწყინავდეს - იატაკი, ფანჯრები, აივანი, რათა ასეთივე სისუფთავე და წესრიგი სუფევდეს გულსა და გონებაში, მთელი მომავალი წლის მანძილზე.

ვიდრე ქალები სახლებს აპრიალებენ, ძლიერი ნახევარიც თავისებურად ცდილობს. მამაკაცი პასუხისმგებელია იმაზე, რომ სახლი, როგორც იტყვიან სავსე იყოს. ახალი წლამდე და მთელი დანარჩენი 365 დღის მანძილზე მამაკაცები ბაზარში მიდიან, აბა ქალი ხომ არ ათრევს პროდუქტით სავსე მძიმე ჩანთებს. საფულის სისქის და მიუხედავად, ფინანსური კრიზისის გავლენითა და ოჯახური ბიუჯეტის გათვალისწინებით უახლოეს თვეებისათვის იმარაგებენ:

1.ქათამი - აუცილებლად შინაური (საცივისათვის მეფრინველეობის ფერმის პროდუქცია უვარგისია. საცივის გარეშე კი არცერთი ქართული სუფრა არ არის). 2.გოჭი (ასევე ტრადიციული ატრიბუტია, რომლისთვისაც „საწარმო წარმოშობა" ასევე უკუ ჩვენებაა).. 3, 4, 5, 6, 7 ყველით სულგუნით, ჯონჯოლი (ამავე სახელწოდების ბუჩქის ყვავილედი, რომელსაც ქართულ სამზარეულოში გავრცელებულ საკაზმთან ერთად ამჟავებენ). ხილი - მანდარინი, ფორთოხალი, ხურმა კარალიოკი, ვაშლი, ლეღვის ჩირი. ამას შემდეგ დიდ ლანგარზე ათავსებენ, რომელსაც ტაბლა ჰქვია და ნაძვის ხის გვერდით დებენ. ხანგრძლივი ნადიმისაგან დაქანცულ ბავშვებს იმდენი ნუგბარი შეუძლიათ მიირთვან, რამდენიც მოესურვებათ.

ხილითა და ტკბილეულითაა მორთული ჩიჩილაკი - ქართული „ნაძვის ხე", რომელსაც სახლში ტრადაიციის მიხედვით დგამენ. სათამაშოებით მორთული ჩიჩილაკი, საშუალო ზომის ხის ნაჭერია, რომელიც ხელოვნურად, თხლად არის გათლილი და ანათალი ფოჩები მთელ სიგრძეზე კიდია. თუმცა დანარჩენი მორთულობა კიდია ნადიმის დაწყებამდე , რის შემდეგაც . . . თავად ხვდებით .

ჩიჩილაკს დღესასწაულის შემდეგ წვავენ, რათა სახლიდან ყველა წარუმატებლობა და უსიამოვნება წავიდეს. სავარაუდოდ დამდეგ ახალ წელს ქართული „ნაძვები"-ს წვა ხანგრძლივი და კაშკაშა იქნება - ქვეყნის მაცხოვრებლებს გასულ წელს ძალიან ბევრი უსიამოვნება დაუგროვდათ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100