RSS
на русском en in english
23.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ოპოზიციას ელჩები არ მოეწონა

29.12.2008  |  15:52

საქართველოს პარლამენტმა 26 დეკემბერს რიგგარეშე საპარლამენტო სხდომაზე, ცხარე გამნხილვის შემდეგ, მაინც დაამტკიცა ახალი ელჩების კანდიდატურები, რიგ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში.

1/9/0/1190.jpegწარდგენილი კანდიდატურების წინააღმდეგ, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი დეპუტატები გამოვიდნენ. განსაკუთრებული პრეტენზიები გამოითქვა ყოფილი უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსანდრე ლომაიას და ყოფილი თავდაცვის მინისტრის მოადგილის ბათუ ქუთელიას მისამართით. ლომაია წარდენილი იყო გაეროში ელჩის პოსტზე, ქუთელია კი ა.შ.შ.-ში.

"ქრისტიან-დემოკრატიული" ფრაქციის წევრმა გიორგი თარგამაძემ პოზიტიური შეფასების საპასუხოდ, რომელიც საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა გააკეთა ქართული დიპლომატიის მისამართით, განაცხადა რომ საქართველო აგვისტოს ომში დამარცხდა და ომის შედეგების მიხედვით წარმატებებზე საუბარი, მითუმეტეს საქარველოს დიპლომატიურ სამსახურის დამსახურებებზე, სულ ცოტა არასწორია.

გიორგი თარგამაძის თქმით, აგვისტოს მოვლენების შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ, ყველაზე მეტი ნაკლოვანება უშიშროების საბჭოს და თავდაცვის სამინისტროს მუშაობაში გამოავლინა. აქედან გამომდინარე, სწორედ ამ სმაინისტროსა და ამ საბჭოს მაღალჩინოსნების, ახლა დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშვნა, ოპოზიციას არამიზანშეწონილად მიაჩნია.

ამ წინადადებას მხარი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემაც დაუჭირა, რომელმაც განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოსა და თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ჩინოვნიკების, დიპლომატიურ პოსტებზე დანიშვნა, სახელმწიფოს არათანმიმდევრულ პოლიტიკაზე მეტყველებს, დიპლომატიურ სფეროში.

ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, პარლამენტმა თანხმობა მისცა პრეზიდენტს, ახალი ელჩების დანიშვნაზე. მერაბ ანთაძე გახდა საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი სუამში, ბათუ ქუთელია საქართველოს ელჩი ა.შ.შ.-ში, კანადასა და მექსიკაში, ალექსანდრე ლომაია მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, ტარიელ ლებანიძე - ელჩი თურქეთში, ალბანეთში, ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში, მამუკა კუდავა- ელჩი საფრანგეთში, პორტუგალიასა და მონაკოში, ასევე მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში, გელა ჩარკვიანი- მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში, გრიგოლ ქათამაძე- ელჩი უკრაინაში, გიორგი ბადრიძე- ელჩი დიდ ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში და კარლო სიხარულიძე ელჩი ჩინეთში.

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100