RSS
на русском en in english
22.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართული ღვინო - რუსეთში

29.12.2008  |  16:51

1/9/2/1192.jpeg"როსპოტრებნადზორ"-ის ხელმძღვანელის და რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის გენადი ონიშენკოს სიტყვებიდან გამომდინარე: ქართული ღვინო შესაძლოა გამოჩნდეს რუსეთში.

შეგახსენებთ, რუსეთმა, ქართული ღვინოზე და მინერალურ წყალ "ბორჯომზე" აკრძალვა შემოიღო 2006 წლის მარტში. იმავდროულად იგივე სანქცია დაეკისრა მოლდავურ ღვინოსაც. ასეთი სასტიკი ზომების ოფიციალური მიზეზი, გახდა პრეტენზიები პროდუქციის ხარისხთან. თუმცა, თბილისში მაშინ ირწმუნებოდნენ, რომ ამას საფუძვლად უდევს პოლიტიკა, "როსპოტრებნადზორ"-ი კი სათავისოდ ამტკიცებდა. ონიშენკოს სიტყვებით, საქართველოდან და მოლდავეთიდან ღვინის შემოტანის აკრძალვა, განპირობებული იყო, ამ პროდუქციაში პესტიციდების უდიდესი შემცველობით.

"ჩვენ ვთვლით, რომ დიდი საქმე გავაკეთეთ, თანამემამულეების ჯანმრთელობისათვის, - ხაზგასმით აღნიშნა მთავარმა სანიტარულმა ექიმმა. - ღვინის ბაზარზე მოვიდნენ არაპროფესიონალები, რომლებიც ზრუნავდნენ მხოლოდ წარმოების მოცულობაზე და მოგებაზე. სწორედ მათ მიიყვანეს ამ აფსურდულ მდგომარეობამდე სიტუაცია".

სასტიკი ზომებისათვის საფუძველი "როსპოტრებნადზორ"-ს ჰქონდა საკმარისზე მეტი. რუსეთის მაღაზიებში ქართული ღვინის მაგივრად, მასიურად იყიდებოდა ის, რასაც არაფერი ქონდა საერთო ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა "ქინძმარაული" ან "წინანდალი". სწორედ ამის შესახებ საუბრობდა მაშინ, რუსეთის სავაჭრო-წარმოების პალატის ხელმძღვანელი ევგენი პრიმაკოვი:

ქართული მაფია, რუსულ მაფიასთან ერთად ქართული ღვინის მაგივრად ყიდდა ყალბ ღვინოს... "ისინი საქართველოში იღებდნენ ნედლეულს, ამატებდნენ შაქარს და სწორედ ასეთი "ქინძმარაული" მაღაზიებში უფრო მეტი იყო, ვიდრე საქართველოს შეეძლო მოეცა 10 წლის განმავლობაში".

მხოლოდ 2006 წლის აკრძალვა, გახდა 35-40 მილიონი დოლარის დანაკარგის მიზეზი. მათ არაერთგზის მიმართეს "როსპოტრებნადზორ"-ს თხოვნით მოიხსნას აკრძალვა. მაგრამ უწყება რჩებოდა მტკიცე და შეუდრეკელი. 2007 წლის ზაფხულშიც კი, როდესაც ხარისხის ხანგრძლივი და ზედმიწევნით შემოწმების შემდეგ "როსპოტრებნადზორ"-მა გააუქმა აკრძალვა ზოგიერთი მოლდავური ღვინის იმპორტზე, საქართველოსთვის- ყველაფერი უცვლელი დარჩა.

რუსეთის ბაზარზე დაბრუნების იმედი ქართველ მეღვინეებს, გასულ კვირას მიეცათ. მას შემდეგ, რაც მოსკოვიდან 21 დეკემბერს დაბრუნდა საზოგადო მოღვაწეების დელეგაცია, რომელებიც რუს კოლეგებთან შეხვედარში იღებდნენ მონაწილეობას და ეს შეხვედრა ეძღვნებოდა: კავკასიაში განვითარებული მოვლენების შედეგების ჰუმანიტარული გადალახვის საკითხებს. მოლაპარაკებების მონაწილე ქართველმა პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ განაცხადა, რომ მთავრი სანიტარული ექიმი გენადი ონიშენკო "მზადაა ინდივიდუალურად მოუსმინოს ქართველ მეღვინეებს".

უკვე 25 დეკემბერს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რუსეთის მთავარ სანიტარულ ექიმს გაუგზავნა მიმართვა, წინადადებით, მოიხსნას ემბარგო ქართულ ღვინოზე.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100