RSS
на русском en in english
19.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

იაპონური დახმარება ქართულ ეკონომიკას

29.12.2008  |  17:07

1/9/3/1193.jpeg25 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში ფინანსთა მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა და იაპონიის ელჩმა მასამიცუ ოკიმ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას: იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოსთვის 13 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტის გამოყოფის შესახებ.

ეს თანხა- უმნიშვნელო ნაწილია, იმ ფინანსური დახმარებისა, რომლის აღმოჩენაც საქართველოსთვის ითავა იაპონიამ და ეს ნაწილი საქართველოს აგრარული სექტორის განვითარებას მოხმარდება. შეგახსენებთ, რომ 22 ოქტომბერს იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, მინისტრის მოადგილემ იასუტოსი ნისიმურამ, ამ დახმარების საერთო ოდენობა დაასახელა - 200 მილიონი დოლარი.

"მე ღრმად ვარ დარწმუნებული,- განაცხადა ნისიმურამ ბრიუსელში საქართველოს დონორი ქვეყნების კონფერენციაზე,- რომ საერთაშორისო თანამეგობრობის წვლილი, იაპონიის ჩათვლით, გახდება დახმარება საქართველოს აყვავებისათვის და მთლიანად ეკონომიკურად ააღორძინებს რეგიონს. თანხები რესპუბლიკის ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება, რომელიც ამა წლის აგვისტოში, საომარი კონფლიქტის დროს დაზარალდა".

გრანტის გარდა, სოფლისმეურნეობის დარგის განსავითარებლად 200 ათასი დოლარის ოდენობის დოტაცია მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, იაპონიის მთავრობისგან. შესაბამისად პროგრამისა "ორი ქვეყნის კულტურული თანამშრომლობა", რომელიც საქართველოში იაპონური ენის შესწავლასაც ითვალისწინებს.

ეს ინფორმაცია ოთხშაბათს გავრცელდა, იაპონიის ელჩისა და განათლების მინისტრის მოადგილის ნოდარ სურგულაძის შეხვედრის შემდეგ. იმავე დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამონისტროზე დაყრდნობით «Novosti-Gruzia»-ამ გაავრცელა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მომავალ წელს საქართველოში იაპონიის საელჩო გაიხსნება.

ასე რომ კავშირი ტოკიოსა და თბილისს შორის უფრო მჭიდრო ხდება, დიპლომატიასაც მოიცავს და საქართველოს ეკონომიკურ სფეროებსაც. დაფინანსების რაოდენობით ამერიკის მერე, იაპონია მეორე ადგილზე იქნება. რასთან არის დაკავშირებული ამომავალი მზის ქვეყნის, ესოდენ დიდი დაინტერესება კავკასიური რეგიონით?

ყოველ შემთხვევაში, ერთი მიზეზი ყველაზე რეალურაია.

შეერთებული შტატები, იაპონიისთვის მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და მას არ სურს მონაწილეობა არ მიიღოს, ვაშინგტონის საქართველოთი დაინტერესებაში. ხოლო რაც შეეხება ტოკიოსა და ვაშინგტონს შორის მჭიდრო ურთიერთობს, მიზეზი ბევრია. საკმარისია გავიხსენოთ ორივე ქვეყნის სურვილი, წინ აღუდგნენ ჩინეთისა და კორეის გავლენას აზიურ რეგიონში. პრინციპში რისთვისაც იქნა ორი წლი წინ, მიღებული ამერიკულ-იაპონური ხელშეკრულება: რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის პროგრამისა და სამხედრო ტექნოლოგიების გაცვლის დარგში, თანამშრომლობის შესახებ. მაშინ ამგვარი კომენტარი გაუკეთა ამ ხელშეკრულების ხელმოწერას, ჰონკონგელმა პოლიტოლოგმა დევიდ ლაინმა «RBK daily»-ისთან ინტერვიუში:

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100