RSS
на русском en in english
20.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველოს ხელისუფლება საახალწლო სიურპრიზებს ელოდება

30.12.2008  |  12:37

2/0/0/1200.jpegქართული მასმედიის ცნობით, 28 დეკემბერს დილით აფხაზური ბანდფორმირება სოფელ ნაბაკევთან თავს დაესხა, გალიდან ზუგდიდში მიმავალ ავტობუსს.კერძოდ საიტის «Nasha Abkhasia" ცნობით ადგილობრივ მოსახლეობას, ამ გზით გადააქვს საქართველოში გასაყიდი პროდუქტი.თითქოს და სწორედ ეს, აინტერესებდათ თავდამსხმელებსaც. რამოდენიმე ქართულმა წყარომაც იგივე გაიმეორა და განუკითხაობაში სეპარატისტები დაადანაშაულა, თუმცა რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის განცხადებებში, აფხაზები უეცრად რუსებად გადაიქცნენ. მინისტრმა პროდუქტებზე ნადირობის ეს ფაქტი, საოკუპაციო ჯარში გაბატონებული, ტოტალური შიმშილით ახსნა.

„ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტები, არსებული მდგომარეობის დეგრადაციაზე მეტყველებს. - მის ციტირებას ახდენს საიტი ghn.ge- რუსეთის არმიას, ისევე როგორც ოკუპირებულ მოსახლეობას, არა აქვს პროდუქტი. რუსი სამხედროები ცდილობენ საკვების სიმცირე, ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯზე შეივსონ. ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარი ინციდენტები, სწორედ ამითაა გამოწვეული".

შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვარზე, ინტენსიური სროლა მიმდინარეობდა.

27 დეკემბერს საღამოს, სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ იბრაგიმ გასეევმა „ინტერფაქსს" განუცხადა, რომ ცხინვალთან ახლოს საქართველოს სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოჩნდა.

„ოპერატიული ინფორმაციით, დაახლოებით ასაეულის შემადგენლობით, საქართველომ სპეცდანიშნულების რაზმი დღეს შეიყვანა სოფელ დიცში, რომელიც სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ზონაში მდებარეობს. საქართველოს მხრიდან მოსალოდნელი პროვოკაციის აღკვეთის მიზნით, სამხრეთ ოსეთის ძალოვანმა სტრუქტურებმა საქართველოსთან სასაზღვრო რაიონებში, გააძლიერეს თავიანთი პოსტები."

თბილისმა, რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია უარყო.

„ეს დეზინფორმაციაა. არანაირი დამატებითი პოლიციური ქვედანაყოფები, არც დღეს და არც გასულ დღეებში, სოფელ დიცში არ შეგვიყვანია" - განუცხადა „ინტეფაქსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა შოთა უტიაშვილმა. მისი სიტყვებით, ასეთი დეზინფორმაციის გავრცელებით სეპარატისტები, საახალწლო პროვოკაციას ამზადებენ.

ღამით, ამ რაიონში უკვე მიმდინარეობდა ინტერნსიური ორმხრივი სროლა. Utro.ru -ს ინფორმაციით, სწორედ ზემოთ ხსენებულმა შოთა უტიაშვილმავე განაცხადა, რომ კვირას, ღამით სოფელ კოშკასთან მდებარე ქართული პოლიციის პოსტი, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან დაიცხრილა. სროლების შედეგად სამხარეო პოლიციის თანამშრომელი ლავრენტი ფანჩულიძე სერიოზულად დაიჭრა და მოთავსებულია ადგილობრივ საავადმყოფოში.

ახლა მომხდარის უარყოფა ცხინვალმა დაიწყო. „ინტერფაქსის" განცხადებით, თავდაცის მინისტრის მოადგილემ იბრაგიმ გასეევმა ყველაფერი ნასვამი ადამიანების ჩხუბს გადააბრალა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100