RSS
на русском en in english
30.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სააკაშვილი: საქართველოში ეკონომიკის განვითარება გაგრძელდება

30.12.2008  |  13:56

მსოფლიო კრიზისი და საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობა, ეს იყო ის ძირითადი საკითხები რომლებიც 28 დეკემბერს საქართველოს მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე განიხილეს.

2/0/3/1203.jpegსხდომას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უძღვებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ მსოფლიო ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე საქართველოს ეკონომიკა მაინც აგრძელებს განვითარებას, შეიმჩნევა მისი ზრდა და იქმნება ახალი სამუშაო ადგილები.

პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა განახლებული მინიsტრთა კაბინეტის მუშაობიT და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ახალმა სახეებმა მთავრობაში ახალი ენერგია და იდეები შემოიტანეს.

სააკაშვილმა გვერდი არ აუარა მეზობელ რუსეთს და აღნიშნა, რომ რუსეთი ღრმა კრიზისs განიცდის. „რუსეთში სახელფასო დავალიანებები ოfიციალურად 10 პროცენტს შეადგენს, არაოფიციალურად კი 20 პროცენტს გადააჭარბა. არ სრულდება სოციალური ვალდებულებები. ბევრ მეზობელ ქვეყანაში არ გაიცემა პენსია. ამ ქვეყნებში საბანკო სისტემა დაიშალა".

საქართველოში შეინიშნება ეკონომიკური განვითარების შენელება, მაგრამ მსოფლიო კრიზისი ჯერ არ დამდგარა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რom კრიზისი ჩვენთან იმ მაsშტაბებით არ შემოვიდეს, როგორც ეს შეინიშნება რუსეთში, უკრაინაში, თურქეთში და სხვა ქვეყნებში"- მოუწოდა სააკაშვილმა მინისტრებს. მისი თქმით მსოფლიო კონიუქტურის გაუარესება საქართველოსათვის დადებით მომენტებს შეიცავს: საწვავი გაიაფდა, ეს ნიშnავს, რომ გაიაფდება სოფლის მეურნეობის სამუშაოების ხარჯები, გაიზრდება სოფლის მეურნეობის მრეწველობა, ხოლო აშშ-სთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოსალოდნელი ხელშეკრულების გაფორმება, საქართველოს საშუალებას მისცემს თავისი მცირე, მაგრამ მყარი ნიშა დაიკავოს მსოფლიო ბაზარზე.

„საქართველოს ეკონომიკა - ერთ-ერთი ყველაზე არაკორუმპირებულია ევოპაში, რადგან საქართველოში გადასახადებს არ იხდის მხოლოდ მრეწველთა 3 პროცენტი, მაშiნ როცა რუსეთში ასეთი 70 პროცენტია"- განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ არაკორუმპირებული ეკონომიკა საქართველოს მთავრობისათვის კრიზისის დასაძლევად დამატებითი რესურსია.

პრეზიდენტმა მთავრობის მიერ შემუშავებული ეკონომიკის სტიმულაციის პაკეტის მნიშვნელობა აღნიშნა. „ჩვენ დღეს მოვისმინეთ მთავრობის ანგარიში ეკონომიკის სტიმულაციის პაკეტზე, რომლის მიხედვითაც იგეგმება ეკონომიკისათვის 2 მილიარდ ლარზე მეტის დამატება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველაზე ცუდის თავიდან ასაცილებლად და არ დაუშვებს ეკონომიკური სიძნელეების კრიზისად გარდაქმნას, ხოლო რეცესიას ეკონომიკურ ზრდად გადააქცევს"- განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა მTავრობას მოუწოდა ძირითადი ყურადღება დაუთმოs ქართული ეკონომიკის შენარჩუნებას და გადარჩენას, იმუშაოs მაქსიმალურად კოორდინირებულად და ქვეყანაში უზრუნველყოs პოლიტიკური სტაბილურობა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100