RSS
на русском en in english
18.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

კოკოითიმ თაღლითებს შეუტია

30.12.2008  |  15:07

სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის სახელმწიფო გზავნილი 26 დეკემბერს გამოქვეყნდა. წერილის ნახევარზე მეტი ეძღვნება რესპუბლიკის აღდგენის პრობლემებს და ჰუმანიტარული დახმარების დარიგებას .

2/0/5/1205.jpeg„რესპუბლიკის ხელისუფლებისა და შემკვეთების ურთიერთობების თემაზე დაუცხრომელი სპეკულაციის გათვალისწინებით აუცილებლად მიმაჩნია კიდევ ერთხელ განვაცხადო ჩვენი პრინციპული პოზიციის შესახებ. სამხრეთ ოსეთის ხალხის უბედურებაზე ხელის მოთბობის მოყვარულთათვის და ჩვენს რესპუბლიკაში «хапка»-ს მეთოდით მოქმედების ადგილი ჩვენს რესპუბლიკაში არ არის. თუ შემკვეთი თაღლითია, უნამუსოდ სარგებლობს აგვისტოს შემდეგ შექმნილი რთული სიტუაციით და რუსეთისაგან გაწეული ფინანსური დახმარებიდან, რაც შეიძლება მსუყე ლუკმის გამორჩენას ცდილობს, ის არავის სჭირდება. არავის მივცემთ უფლებას უნიჭოდ გაფლანგოს რუსეთის მიერ გამოყოფილი ფინანსური საშუალებები. ამაში მე ჩემს პირად პასუხისმგებლობას ვხედავ რუსეთის ხელისუფლების წინაშე". ჰუმანიტარული დახმარების მოპარვის ფაქტების აღიარების შემდეგ კოკოითიმ განაცხადა, რომ ჰუმანიტარული დახმარების განაწილების საკითხში ყველა დარღვევის შემოწმება გენერალურ პროკურატურას, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს , სახელმწიფოს ეკონომიკური უსაფრთხოების კონტროლის კომიტეტს დაავალა. „ ამ საკითხს ჩვენ კიდევ დაუბრუნდებით და დამნაშავეები საკადრისს მიიღებენ"- დასძინა მან.

შესაძლოა ამ მიმართვამ შეუსაბამო მისამართით გავრცელებულ ყველანაირი სახის ჭორებსა და ბრალდებებს მოუღოს ბოლო, რომელიც იმ უსიამოვნო ისტორიებმა გამოიწვია, რომელიც რუსეთის საბიუჯეტო სახსრებიდან გამოიყო სამხრეთ ოსეთის აღსადგენად. ყველაფერი 3 დეკემბერს დაიწყო, როცა „Росииская Газета"-ში სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ინტერვიუ გამოქვეყნდა. კოკოითიმ განაცხადა იმის თაობაზე, რომ შემკვეთების და მათი მფარველი ჩინოვნიკების მხრიდან მოპარვის საწინააღმდეგოდ მან რესპუბლიკაში რუსეთიდან აუდიტები მოიწვია, რომლებიც უკვე ატარებენ შესაბამის სამუშაოებს. ამან გააბრაზა ისინი, ვინც ოსი ხალხის ტრაგედიაზე ხელის მოთბობა ჩაიფიქრა.

 

„კომერსანტში" პასუხი მეორე დღესვე გაჩნდა. თავის ინტერვიუში რესპუბლიკის ყოფილი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ანატოლი ბარანკევიჩი ეხება რესპუბლიკის აღდგენის საკითხს და აცხადებს:

„იქ სკანდალი იქნება. სამხრეთ ოსეთში შემკვეთის სამსახური თავიდანვე უნდა ყოფილიყო. იგი აკეთებს შეკვეთას და იქმნება ხელშეკრულება. ეს კი არავის გაუკეთებია. მშენებლებს უთხრეს: გაარემონტე სკოლა და ისინიც არემონტებენ. მათთვის მომგებიანია მეტი ფული მიიღონ და ისინიც მარმარილოთი აპირკეთებენ იატაკს. ახლა კი მშენებლები, რომლებმაც ფული ჩადეს მათ დაბრუნებას მოითხოვენ, ხოლო მთავრობა ამბობს: ძვირს არ გადავიხდით. ორი-სამი თვის შემდეგ იქ შესაძლოა სოციალური აფეთქება მოხდეს. ზამთარს არასათანადოდ შეხვდნენ. სკოლები და საბავშო ბაღები არ თბება. სითბო არ არის".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100