RSS
на русском en in english
27.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სააკაშვილი კონსტიტუციას დემოკრატიულს ხდის

30.12.2008  |  15:13

2/0/6/1206.jpeg26 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილი თავისი ქვეყნის პარლამენტის წინაშე ინიციატივით გამოვიდა, რათა მას უფრო მეტი უფლებამოსილება მიანიჭოს. დღეს კონსტიტუციაში შესატანი შესაბამისი ცვლილებების პროექტს დეპუტატები განიხილავენ.

„ყველა სამინისტრო - მოჰყავს პრეზიდენტის სიტყვები საინფორმაციო სააგენტო «Novosti-Gruziya»-ს, - ვალდებული იქნება წარუდგინოს ანგარიში პარლამენტს და საბოლოო ჯამში - ხალხს. პარლამენტს ექნება უფლება, ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს, თუკი ის ვერ გაუძღვება დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. ჩვენი ვალია, ვიპოვოთ ის ევროპული მოდელი, რომელიც შეესაბამება დემოკრატიის ყველაზე ზუსტ გაგებას და რომელშიც ქართული საზოგადოება იქნება წარმმართველი, მის წინაშე კი ყველა იქნება ანგარიშვალდებული."

ეს ნიშნავს, რომ პარლამენტი ხელისუფლების მეტად გაკონტროლების უფლებას მიიღებს. „ყველა სახელმწიფო სტრუქტურა პარლამენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული", - შეაჯამა პრეზიდენტმა.

«Novosti-Gruziya»-სა და სხვა გამოცემების მიერ მოტანილი კომენტარების მიხედვით, კონსტიტუციური ცვლილებები დეპუტატების მიერ ხელისუფლების დათხოვნის პროცედურას გაამარტივებს, პრეზიდენტს კი ფაქტიურად არ შეეძლება პარლამენტის დათხოვნა. თუმცა, ეს უკანასკნელი არაფრით არ დასტურდება სახელმწიფოს მეთაურის პირდაპირი ციტირებით. ამასთანავე, საინტერესოა ისიც, რომ საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, მას პარლამენტის დათხოვნის უფლება აქვს და თანაც არაერთხელ. ასეთი პუნქტი 2003 წლის „ვარდების რევოლუციის" შემდეგ შეიტანეს. ამასთან დაკავშირებით ოპოზიციამ არაერთხელ განაცხადა, რომ სააკაშვილმა ქვეყნის ძირითადი კანონი საკუთარ თავს მოარგო.

თუმცა იმ ცვლილებების შინაარსი და მითუმეტეს, სრული ჩამონათვალი, რომელიც მომზადების პროცესშია, საზოგადოებისთვის ჯერ ცნობილი არ არის. მაგრამ, საინფორმაციო სააგენტო «Sobkor.Ru» საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატის სიტყვებზე დაყრდნობით, აცხადებს: პრეზიდენტი პარლამენტის დათხოვნას მხოლოდ ერთხელ და მხოლოდ ბიუჯეტის ან მთავრობის შემადგენლობის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში შეძლებს. ამგვარად, ახალი წლის წინ სახელმწიფოს მეთაურმა გადაწყვიტა, დათმოს თავისი უფლებების ნაწილი. რასთან შეიძლება იყოს ეს დაკავშირებული?

დასაბუთებულად შეიძლება ითქვას, რომ ქართველი პრეზიდენტი მნიშვნელობას ანიჭებს იმას, თუ როგორ გამალებით ეცემა მისი რეიტინგი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო თნამეგობრობის თვალშიც. და ახლა, სავარაუდოდ, ერთი მხრივ, შემხვედრ მცირე ნაბიჯებს დგამს ოპოზიციისკენ,რომელიც მას ავტორიტარულობასა და ქვეყნის დამანგრეველ მმართველობაში ადანშაულებს. მეორე მხრივ - ცდილობს, აამოს დასავლეთს, რომელიც ქვეყნის სასწრაფო დემოკრატიზაციას მოითხოვს.

თუმცა, ოპოზიციის რეაქცია სავსებით არაერთმნიშვნელოვანი იყო. ყოველ შემთხვევაში, პრესის მიხედვით.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100