RSS
на русском en in english
26.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რაში სჭირდებათ ამერიკელებს ქართული პორტები?

31.12.2008  |  10:54

2/1/3/1213.jpeg29 დეკემბერს საქართველოს საპორტო ქალაქ - ფოთში, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების, მესამე კლასის სარაკეტო ფრეგატი "ტეილორი" შემოვიდა. ხომალდი იქ, რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩება.

„ტეილორის" ოფიცრები და მეზღვაურები ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და საქართველოს საზღვრის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობას შეხვდნენ, მათ კულტურულ ღონისძიებებშიც მიიღეს მონაწილეობა.

როგორც ITAR-TASS გვატყობინებს, საქართველოს სამხედრო საზღვაო ფლოტთან, ერთობლივი მანევრები და სწავლებები, არ იგეგმება.

თუმცა, ტელეკომპანია „რუსთავი-2"-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის მიღწეულია შეთანხმება, რის თანახმადაც ხომალდი კონტროლს გაუწევს საქართველოს წყლებსა და საჰაერო საზღვრებს 800 კმ-ის რადიუსში.

ეს საქართველოს ნაპირებთან, ამერიკული სამხედრო ხომალდების პირველი ვიზიტი არ გახლავთ. 22 ნოემბერს ბათუმში იმყოფებოდა კრეისერი „ბარრი".

მაშინ, გემის მეთაურებისა და აშშ-ს საელჩოს თანამშრომელთა მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა:

„კრეისერი, საქართველოში მეგობრული მიზნებით ჩამოვიდა. ვიზიტი ატარებს გეგმიურ ხასიათს - ამერიკული სამხედრო ხომალდები ქართულ პორტებს წელიწადში რამდენჯერმე სტუმრობენ."

თუმცა 3 დღის შემდეგ „მეგობრულისა" და „დაგეგმილის" ბუნდოვანმა შინაარსმა, სავსებით კონკრეტული და როგორც ჩანს, აქტუალური მნიშვნელობა შეიძინა. ამ ყოველივეს ნათელი, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, თემურ იაკობაშვილის გულახდილმა გამოსვლამ მოჰფინა. მან „ინტერფაქს"-თან ინტერვიუში განაცხადა:

„ამეიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდი, რუსეთისთვის შემაკავებელი ფაქტორი გახდება. სხვა ფაქტორებიც არსებობს, რომელებსაც საქართველო აამოქმედებს, მოსკოვის მხრიდან ახალი აგრესიის რეალური საშიშროების შემთხვევაში. ეს საფრთხე კი, სრულიად მოსალოდნელია. რუსეთმა, საქართველოში საკუთარ მიზნებს, ვერ მიაღწია. რუსეთი - გამძვინვარებული დათვია, რომელიც შეეცდება თათი ან სხვა რამე მოუქნიოს საქართველოს და როგორც ყოველთვის, ეს სხვა რამე უნდა მოგვხვდეს ჩვენ, რადგანაც ჩვენ მას თვალში ეკალივით ვესობით".

ამასთან დაკავშირებით უადგილო არ იქნება გავიხსენოთ, რომ ცოტა ადრე, 13 აგვისტოს ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ოფიციალურ განცხადებაში თქვა, რომ საქართველოსკენ გაუშვებს ჰუმანიტარული პროდუქტებით დატვირთულ გემებს. ამ განცხადებას მეორე დღეს მიხეილ სააკაშვილმა ხალხისადმი სატელევიზიო მიმართვაში, ამგვარი კომენტარი გაუკეთა: ამერიკის შეერთებული შტატების ჰუმანიტარული მისია „ნიშნავს, რომ საქართველოს პორტებსა და აეროპორტებს საკუთარი კონტროლის ქვეშ აიყვანს ამერიკული ჯარი. იმისათვის, რომ განახორციელოს ჰუმანიტარული და სხვა მისიები, ხალხის დასაცავად."

ამ განცხადებას, მაშინვე მოჰყვა პენტაგონის მკაცრი "შესწორება". სააგენტო „Reuters" ამერიკის სამხედრო უწყების პრეს-მდივნის, ჯეფი მორელის კომენტარს აქვეყნებს: „ჩვენ არ ვაპირებთ და ვერ ვხედავთ საჭიროებას, კონტროლის ქვეშ ავიყვანოთ რომელიმე საზღვაო პორტი ან აეროპორტი იმისათვის, რომ ეს მისია განვახორციელოთ".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100