RSS
на русском en in english
23.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ეუთოს მისიის უძლურება

31.12.2008  |  14:08

2/2/4/1224.jpegსაქართველოში ეუთო-ს დამკვირვებელთა მისიის გაგრძელების საკითხი მანამდე არ გადაწყდება, ვიდრე ევროპა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. ასეთი წინადადება წამოაყენა 30 დეკემბერს რუსეთში, ორგანიზაციის მუდმივმა წარმომადგენელმა ანვერ აზიმოვმა.

„სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ კი არა დასავლელი პარტნიორები ცხოვრობენ წარსულის ილუზიებით და ობიექტურ რეალობასთან შეგუება არ სურთ, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ არსებობს ორი ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი - განაცხადა მან „რია ნოვოსტი"-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას რუსეთი, არ დათანხმდა ეუთო-ს მისიისათვის საქართველოში მანდატის გაგრძელებას. ვინაიდან ეს მისია ქვეყნის ტერიტორიის განუყოფელ ნაწილად თვლის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, რომელთა დამოუკიდებლობაც აგვისტოში რუსეთმა სცნო.

„ეუთო-ს მანდატი საქართველოში შეცვლილი რეალობის გათვალისწინებით უიმედოდ დაძველდა და მოითხოვს ყველა იმ მდგომარეობის გამორიცხვას, რომელიც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ეხება. ასეთ შემთხვევაში რუსეთი თანახმაა მიიღოს ეუთო ცალკე, დამოუკიდებელი მისიები. . . "- აკონკრეტებს აზიმოვი. რუსეთის პოზიციის არგუმენტებიც და მისი საფუძვლებიც გასაგებია: ფორმატმა, რომლითაც ეუთო-ს მისია 15 წელზე მეტი რეგიონში მუშაობდა, თავის თავი ფაქტიურად ამოწურა და ძირეულ გადამუშავებას საჭიროებს.

ისტორი კი ასე იწყებოდა. ეუთო-ს დამკვირვებლებმა რეგიონში მუშაობა 1992 წელს დაიწყეს. საქართვლოსა და სამხრეთ ოსეთს შორის, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დაწყებულ ომთან დაკავშირებით. 1993 წელს ამ რესპუბლიკას და საერთაშორისო ორგანიზაციას შორის ხელი მოეწერა „საქართველოსა და ეუთო-ს მისიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს". ამა წლის შემოდგომამდე დოკუმენტი ძალაში იყო და შესაბამისად სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მისიის ყოფნაც ამ დოკუმენტით იყო გამართლებული.

ამ დროის მანძილზე მისიამ ტერიტორიაზე მთელი რიგირ ჰუმანიტარული პროექტების რეალიზება მოახდინა. თუმცა აგვისტოს მოვლენების შემდეგ, როდესაც რეგიონზე პრობლემების მთელი ტალღა გადმოიფრქვა, დამკვირვებლებმა ფაქტიურად თავის დისკრედიტაცია მოახდინეს და თავიანთი ეფექტურობა ეჭვის ქვეშ დააყენეს.

საქართველო-ოსეთის კონფლიქტის დარეგულირების შერეული საკონტროლო კომისიის სამხრეთ ოსური ნაწილის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც 21 დეკემბერს გამოქვეყნდა, ნათქვამია იმის შესახებ, რომ „საქართველოში ეუთო-ს მისიის ანგარიშები არაობიექტურია. იქ სპეციალურად იმალება ინფორმაცია ქართული მხარის მიერ ადრე ხელმოწერილი შეთანხმებების დარღვევის შესახებ. მისიისათვის ამ დარღვევების შესახებ ცნობილია, თუმცა ეს ფაქტები მიჩუმათებულია".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100