RSS
на русском en in english
21.09.2017
არხივი სტატიები
სტატიები

2008 წელი საქართველოში: ზოგიერთი არაოფიციალური შედეგები

04.01.2009  |  10:22

2/3/0/1230.jpegსაქართველოში 2008 წლის შედეგბის შეჯამება დაიწყეს. ჯერჯერობით არაოფიციალურის და ალბათ ამიტომაც შედეგი, არც ისე გაცისკროვნებულია. მართალია ხელისუფლება აწყნარებს ქვეყნის მოსახლეობას, მაგრამ ექსპერტების უმეტესობა სიმშვიდის საფუძველს ვერ ხედავს.

მიხეილ სააკაშვილმა 28 დეკემბერს მთავრობის შემაჯამებელ სხდომაზე განაცხადა, რომ მომავალ წელს ოპტიმიზმით აღსავსე ელოდება და დაარწმუნა მოსახლეობა ნაციონალური ვალიუტის კურსიs სტაბილურობაში, რაც მისი აზრით იმას ნიშნავს, რომ ფინანსური კრიზისი საქართველოს გვერდს აუვლის.

"კრiზისი როგორც ასეთი, ჩვენთან ჯერჯერობით არ არის. ქვეყანაში მხოლოდ ეკონომიკური ზრდის შeნელებული ტემპია - ციტირებას ახდენს "ინტერფაქსი" -ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, ეკონომიკური შენელება უბედურებაში არ გადაიზარდოს, რომელსაც აქვს ადგილი, პოსტსაბჭოთა სივრცის ზოგიერთ ქვეყანაში. უახლოესი ექვსი თვე საქართველოსთვის ძალიან რთული იქნება, რთული იქნება ამის შემდეგი ექვსი თვეც, მაგრამ 2010 წლისთვის ჩვენ შვძლებთ აღვადგინოთ მაკროეკონომიკური სტაბილურობა ქვეყანაში".

მრავალი ქართველი ექსპერტი თვლის, რომ: საქართველოს მთავრობა ღრუბლებში დაფრინავს და სიტუაციას სრულიად არაადეკვატურად აფასებს. გვატყობინებს პორტალი "1news.az ".

"ტრაგედია იმაშია, რომ ჩვენ ხელისუფლებაში არ გვყავს პროფესიონალები, - თვლის პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი, რომeლიც შეუფარავი სარკაზმით აღნიშნავს - მათ მხოლოდ სააკაშვილთან მეგობრობის გამო ნიშნავენ. ასეთი რამ კი, ჩვეულებრივ ცუდად მთავრდება. ასეთი საზიზღარი წელი ჩვენს ისტორიაში, არ ყოფილა. რაც შეეხება პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ფინანსური კრიზისი საქართველოს გვერდს აუვლის, ეს ის შემთხვევაა, როცა ის იტყუება. საქართველო - პატარა ქვეყანაა და ჩვენ არაფერი გვაბადია. რა ფინანსურ კრიზისზე უნდა იყოს საუბარი, როცა ჩვენ არ გვაქვს ფინანსები?"

ის, რომ ეს წელი საქართველოსთვის უიღბლო იყო, დარწმუნებულია სხვა პოლიტოლოგიც - ჯიმი ჯალიაშვილი. "ეს წელი იყო ტრაგიკული. - ამბობს ის.- მე ვთვლი, რომ ყველაზე უარესი ის ფაქტია, რომ ჩვენ საკუთარი ძალები მოვახმარეთ, ჩვენივე ტერიტორიების რამდენიმე წუთში დაკარგვას. მე ვიქრობ, რომ saqarTvelos ხელისუფლება უკანა რიცხვით ცხოვრობს. მათ უნდათ ევროპული სტრუქტურების აქტივიზირება. ეს ომამდე უნდა გაეკეთებინათ და არა ახლა. ეს, რომ ჩვენ უფრო ადრე გაგვეკეთებინა, მაშინ საომარი გზაც გამართლებული იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უკუღმა გავაკეთეთ. ახლა კი, მოვითხოვთ ევროპისგან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ეს ხომ გამორიცხულია. ალაბთ ევროპაში ჩვენი მოთხოვნები, ძალიან უკვირთ".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100