RSS
на русском en in english
26.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართულ-აფხაზური საზღვარი მალე ვერ გაიხსნება

04.01.2009  |  14:17

2/3/4/1234.jpegაფხაზეთი, საქართველოსთან საზღვარს მდინარე ენგურის ტერიტორიაზე, მხოლოდ გალის რაიონში სიტუაციის სტაბილიზაციის შემდეგ გახსნის. ამის შესახებ განცხადება, გასული წლის ბოლო დღეებში გააკეთა, აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ.

საქართველოში დიდი ბრიტანეტის ელჩთან დენის კიფთან შეხვედრისას, აფხაზმა მინისტრმა აღნიშნა:

"ჩვენს მიერ ქართულ-აფხაზური საზღვრის მდინარე ენგურთან გადაკვეთაზე დაწესებული შეზღუდვები, გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების მიღების აუცილებლობით იყო გამოწვეული. ვინაიდან არსებობს საფრთხე, რომ საზღვარს საქართველოს ტერიტორიიდან დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფები გადმოკვეთენ, სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით".

საზღვარი მდინარე ენგურთან ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში ჩაიკეტა. 30 ივნისს რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, გალის რაიონთან დაკავშირებით, 29 - 30 ივნისს გაგრაში და სოხუმში მოწყობილი ტერაქტების გამო. ამის გამო დაზარალდა 11 ადგილობრივი მაცხოვრებელი და ერთი რუსი ტურისტი. საზღვრის გადაკვეთის უფლება მხოლოდ საერთაშორისო მისიის წარმომადგენლებსა და ენგურჰესის აღდგენით დაკავებულ სპეციალისტებს ჰქონდათ.

6 სექტემბერს აკრძალვა მოხსნილი იქნა. ამის შესახებ "რია ნოვოსტი"-სთან ინტერვიუში განაცხადა პრეზიდენტმა სერგეი ბაგაფშმა:"საზღვარი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. თუ კი თქვენ იმყოფებით საქართველოში და აფხაზეთში გადმოსვლა გინდათ, არავითარი პრობლემა არ შეგექმნებათ".

თუმცა, უკვე ერთ თვეში საქართველოს მხრიდან პერმანენტულმა პროვოკაციებმა გალის რაიონში, აფხაზეთის ხელისუფლება აიძულა გადამწყვეტი ზომები მიეღო. 10 ოქტომბერს სერგეი შამბამ საქართველო დაადანაშაულა მოსკოვის 1994 წლის, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში (საქართველოსა და აფხაზეთის შეიარაღებულ ძალებს საზღვართან მდებარე გალისა და ზუგდიდის რაიონში ყოფნის უფლება არ ჰქონდათ).

"ვხემძღვანელობდით რა შეთანხმებით,- მინისტრის ციტირებას ახდენს საინფორმაციო სააგენტო "რეგნუმ"- ჩვენ საზღვრისპირა ზონებში დამატებითი ჯარები არ შეგვიყვანია... მომხდარი მოვლენების გათვალისწინებით, სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა და ადრინდელი შეთანხმება ამჟამად არ მოქმედებს. უახლოეს პერიოდში საზღვრის პერიმეტრზე, სასაზღვრო ჯარი იქნება შეყვანილი, ისინი რაიონში უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. იმისდა მიხედვით, თუ სიტუაციის სტაბილიზაცია როგორ წარიმართება კონფლიქტის ზონაში, დადგება რეჟიმის შემსუბუქების საკითხი".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100