RSS
на русском en in english
20.09.2017
არხივი სტატიები
სტატიები

თბილისი: 2008 - იმედგაცრუება, 2009 - მომავლის იმედი

05.01.2009  |  10:36

2/3/7/1237.jpegმსოფლიო ბეჭდვითი გამოცემების, წინა საახალწლო ტირაჟით თუ კი, ვიმსჯელებთ სამხრეთ კავკასიაში დატრიალებული აგვისტოს ომი, გასული წლის განმავლობაში მომხდარ მსოფლიო მოვლენათა, უმნუიშვნელოვანეს სამეულში შედის. ეს მოვლენა პირველობას აქტუალორობით მხოლოდ, მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისსა და შავკანიანი კანდიდატის ა.შ.შ.-ს პრეზიდნტად არჩევის ფაქტებს უთმობს. შედეგებს, საქართველოშიც აჯამებენ.

რას იხსენებენ?როგორ აფასებენ? რისი იმედი აქვთ? პასუხეს ამ შეკითხვებზე, ქვეყნის დედაქალაქში ვეძებდი. პირველი რაც, წელიწადნახევრის წინ თბილისიდან წასულს თვალში მომხვდა, ეს ცენტრალურ ქუჩებზე საავტომობილო საცობებია "ამბობთ ცუდად ვცხოვრობთო და შეხედეთ რამდენი მანქანაა, ვერ გაივლი...",- ვუთხარი ტაქსისტს რომელიც დამთანხმდა აროპორტიდან სახლამდე, არც მეტი, არც ნაკლები 20 დოლარად მივეყვანე (მაღაზიის გამყიდვლის, ორი დღის ხელფასი).

ის მთელი გზა მიყვებოდა, რომ აგვისტოს შემდეგ ცხოვრება საერთოდ აუტანელი გახდა -" სამუშაო არ არის, ფასები იზრდება, ფული არავის აღარ აქვს, წარმოიდგინე, რესტორნებიც კი, თითქმის ცარიელია. როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება! - დამტვრეული რუსულით ცდილობს, საქმის არსს გამაცნოს.- საცობები კი, ეს უბრალოდ ტარება არ იციან. მანქანას აღარავინ ყიდულობს. ხომ გითხარი, ფული აღარავის აღარ აქვს. არც უბრალო მოკვდავებს და წარმოეიდგინე ჩვენს ბიზნესმენებსაც კი. მხოლოდ მათ აქვთ ვინც ზემოთ, მთავრობაშია ( უმალ მათი მისამართით, უცენზურო გამოთქმების პასაჟი მოაყოლა)".

გზა სამხედრო მანქანების კოლონამ გადაგვიკეტა, რომელიც ნებისმიერ ჩამომსვლელში, არანაირ ემოციას არ გამოიწვევდა - ახალი წლის წინ, სამხედროები საკუთარ მეურნეობაში წესრიგს ამყარებენ, მაგრამ მძღოლმა მოულოდნელი კომენტარი გააკეთა:

-ისევ ომი იქნება. ვემზადებით... - და ვისთან აპირებთ ომს? - ჩავეკითხე მე. - არ ვიცი, მაგრამ ყველა ამბობს , რომ ომი იქნება. აბა, რუსეთთან ომი შეიძლებოდა! მხოლოდ ჩვენი მთავრობაა, ასეთი სულელი.

იმ რამოდენიმე დღის განმავლობაში , რომელიც მე ახალი წლის წინ თბილისში გავატარე, ასეთი სუბრების მოსმენა არაერთხელ მომიწია, მხოლოდ ნაირგვარი ვარიაციებით.

მაღაზიის გამყიდველი:- ალბათ მალე დავიხურებით, ვაჭრობა არ გვაქვს. აგვისტოს შემდეგ ადამიანები მხოლოდ პურს, მაკარონს და ბურღულს ყიდულობენ. ხალხს ფული აღარ აქვს. ყველას ახალი ომის და კრიზისის ეშინია. დაე, თქვენმა მთავრობამ (რუსეთის ხელისუფლებას გულისხმობდა) თავი დაგვანებოს. ჩვენ არავის ვაგდებთ, მაგარამ აფხაზეთი - ჩვენი მიწაა.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100