RSS
на русском en in english
26.09.2017
არხივი სტატიები
სტატიები

უმაღლესი რადას სპიკერი საქართველოსთვის იარაღის მიწოდებას ინანიებს

05.01.2009  |  15:16

2/3/9/1239.jpegმან განმარტა, რომ უკრაინა საქართველოს იარაღს აწვდიდა," რადგან არ იყო ემბარგო" და მოუწოდა, გადახედონ შეიარაღების მიწოდების წესებს იმ ქვეყნებისათვის, რომელთა გარშემოც „იზრდება დაძაბულობა, მაშინაც კი, როდესაც ჯერ არაა საომარი მოქმედებები".

„ალბათ, ეს ზუსტად ის მომენტია, როდესაც უნდა გადაიხედოს იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებული საერთაშორისო წესები, - განაცხადა 30 დეეკემბერს ვლადიმერ ლიტვინმა „Echo of Moscow"-ს ეთერში. - აქ, ალბათ, უნდა მუშაობდეს სავსებით სხვა მექანიზმი, რადგანაც ნებისმიერი, თვით ყველაზე კეთილშობილური მიზანიც კი ვერ გაამართლებს ხალხის სიკვდილს. დღეს ამბობენ: კი, უკრაინა ამას აკეთებდა და ,რა თქმა უნდა, ეს ძალიან უსიამოვნო არის. ეს გაკვეთილი უნდა იყოს".

ამასთანავე, უკრაინის კომპარტიის ლიდერმა პიოტრ სიმონენკომ პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს მორიგი ბრალდება წაუყენა. მან განაცხადა, რომ მის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ იქამდე მოგვიყვანა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობებმა ბოლო წლებში არა მხოლოდ დაძაბული , არამედ მწვავე კონფრონტაციის ხასიათი მიიღო. კომუნისტების მეთაური თვლის, რომ ეს განსაკუთრებით ნათლად მაშინ გამოჩნდა, როდესაც სახელმწიფოს ხელმძღვანელმა დემონსტრატიულად დაუჭირა მხარი „სამხრეთ ოსეთის ხალხის წინააღმდეგ ქართველი დიქტატორის - სააკაშვილის აგრე სიას".

„იუშჩენკომ იცოდა სააკაშვილის გეგმების შესახებ და ვაშინგტონის დავალებით ამარაგებდა მას არა მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღით, არამედ ზალპური იარაღით „გრადი", ასევე თავდასხმის უახლესი სისტემებით "შტორმი", - სიმონენკოს ციტირებას ახდენს ITAR-TASS. ის ამტკიცებს, რომ უკრაინელი სამხედრო სპეციალისტები ამერიკელებთან ერთად ქართულ არმიას ომისათვის ამზადებდნენ.

იმის მიუხედავად, რომ საქართველოსთვის იარაღის უკანონოდ მიწოდების საპარლამენტო კომისიამ მუშაობა 19 დეკემბერს დაასრულა, ეს თემა ჯიუტად ამოტივტივდება ხოლმე უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში და განიხილება რუსეთთან ურთიერთობის ჭრილში. ამასთანავე, პრეზიდენტ იუშჩენკოს გმობენ პრეზიდენტ სააკაშვილთან მეგობრობის გამო, რომელმაც, თითქოსდა, გაამწვავა უკრაინულ-რუსული პრობლემები.

პოლიტიკური ფსიქოლოგების უკრაინული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ვიქტორ რიბაჩენკო ზუსტად ასეთ კავშირს ხედავს, რაც კიევში გამართულ „გაზის საკითხისადმი" მიძღვნილ მრგვალ მაგიდაში გამოსვლისას განაცხადა.

„418 დოლარი, რომელსაც რუსეთი გვთავაზობს, - ეს ბიზნეს-ინტერესებისა და შურისძიების ნარევია. - განაცხადა მან. - ბიზნეს-ნტერესების თანახმად, რუსეთს მუდამ სურდა გაზზე ფასის აწევა, მაგრამ ეძებდა ფსიქოლოგიურ მიზეზს, რათა გაემართლებინა ეს ზრდა. ეს კი კავკასიაში კონფლიქტში იუშჩენკოს პოზიცია აღმოჩნდა. ახლა რუსეთი შურს იზიებს უკრაინაზე და რუსეთის მოსახლეობის ფართო მასები ამას ასე იღებენ. მათ ცნობიერებაში შეიქმნა სურთი, რომ უკრაინული იარაღით ესროდნენ პრორუსულ ჯარისკაცებს. ამიტომ ხახოლებისთვის გაზის 400-ად მიყიდვა - ნორმალურია", - ციტირებას ახდენს როსბალტი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100