RSS
на русском en in english
17.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სააკაშვილი მეფე დავითზე ორიენტირებული აღარაა

06.01.2009  |  10:26

2/4/2/1242.jpegახლა ქართველი პრეზიდენტი ცდილობს ჯორჯ ვაშინგტონს მიბაძოს. ეს მიხეილ სააკაშვილმა „ნიუ-იორკ თაიმსის" ჟურნალისტთან, ელენ ბარკლისთან 30 დეკემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში აღიარა. მისი სიტყვებით, ბოლო დროს მას უკვე ნაკლებად იზიდავს, დავით აღმაშენებლის მმართველობის მოდელი. მეფე, რომელმაც მე-12 საუკუნეში პირველმა გააერთიანა საქართველოს სამთავროები და მთელი რიგი გამარჯვებები მოიპოვა თურქებზე, დღეს პრეზიდენტისთვის მისაბაძი აღარაა. სააკაშვილისთვის გაცილებით მიმზიდველი ჯორჯ ვაშინგტონის გზა გახდა. რომელსაც, „შეეძლო ყოფილიყო მეფე, მაგრამ მან უარი თქვა ხელისუფლებაზე და აირჩია დემოკრატია" - ციტირებას ახდენს armtoday.info.

ხსენებულ ინტერვიუში პრეზიდენტმა ჩამოთვალა, რისი მიღწევა შეძლო, ჯორჯ ვაშინგტონის მაგალითის მიბაძვით.

„ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენ გადავაქციეთ საქართველო თანამედროვე სახელმწიფოდ, - ამაყად განაცხადა მან. - მომავალი 5 წლის მანძილზე ჩვენ გადავაქცევთ მას ასი პროცენტით თანამედროვე საზოგადოებად და განვახორციელებთ სახელმწიფოს ინსტიტუციონალიზაციას. ჩვენ გავხდით სახელმწიფო, რომელიც სულ უფრო ნაკლებად ეყრდნობა ინსტიტუტებს და უფრო მეტადაა დამოკიდებული პიროვნებებზე. მომავალში ჩვენ ვიქნებით საზოგადოება, რომელიც დაეფუძნება კანონის უზენაესობას და ინსტიტუტებს".

ამასთან ერთად, ინტერვიუერმა ელენ ბარკლიმ არა მხოლოდ გამოაქვეყნა ეს მოსაზრებები, არამედ გაამყარა შემდეგი კომენტარებით:

„სააკაშვილის მომხრეები ამბობენ, რომ ეს იყო პოსტსაბჭოთა, კორუმპირებული სახელმწიფოს თანამედროვეობაში გამოყვანის ერთადერთი საშუალება, კრიტიკოსები კი ამტკიცებენ, რომ მან დაამყარა ავტორიტარული რეჟიმი". ყოველ შემთხვევაში, აღნიშნავს ელენ ბარკლი, ქართულ ოპოზიციაში ჯერ ვერ მოინახა მისი სადარი ფიგურა. თავად პრეზიდენტმაც ინტერვიუში ამ ფაქტს „უკიდურესად სამწუხარო" უწოდა და იმავე ტონში გააგრძელა,თავად ოპოზიციაში რომ ყოფილიყო, სამ თვეში გაანადეგურებდა დღევანდელ მთავრობას. „მე ვიცი ეს როგორ გავაკეთო, მაგრამ არ მსურს მათ ვასწავლო".

ამერიკელი ხალხის ლეგენდარული ლიდერის მიმდევარი, განსაკუთრებულ იმედებს ამყარებს საქართველოსა და შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაზე, რომელზე ხელის მოწერასაც, მხარეები უახლოეს დღეებში აპირებენ:

„საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის დოკუმენტი, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვაშინგტონისგან ვიღებთ ფინანსურ დახმარებას და იმედი მაქვს, გავაფორმებთ შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ჩვენ გაცილებით უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას ვაპირებთ."

აგვისტოს ომის თემაზე საუბრისას, სააკაშვილმა უკვე მერამდენედ დაადანაშაულა რუსეთი აგრესიაში. მან ამერიკულ გამოცემას განუცხადა, რომ ქართველი ხალხი მხარს უჭერს მას და ამ ვერსიის მოწინაღმდეგეები კი, რომლებიც უარყოფენ ომის დაწყების მისეულ ვარიანტს, შეადარა „ადამიანებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მეორე მსოფლიო ომი პოლონეთმა გააჩაღა".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100