RSS
на русском en in english
23.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

კონსერვატორები არჩევნების რეზულტატებს გაასაჩივრებენ

06.01.2009  |  14:54

2/4/9/1249.jpegქართველი კონსერვატორები აცხადებენ, რომ 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ამ არჩევნებთან დაკავშირებული არცერთი საჩივარი საქათველოს სასამართლო ინსტანციებში შესწავლილი და განხილული არ ყოფილა. ამიტომ ისინი სარჩელის განხილვის შიდა რესურსებს ამოწურულად აცხადებენ და 2009 წელს უკვე საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ. კონსერვატორები ქართული ოპოზიციის სახელით, საპრეზიდენტო არჩევნების საერთაშორისო გამოძიების დაწყებას მოითხოვენ.

როგორც ნათქვამია 5 იანვრის არჩევნების წლისთავისადმი გავრცელებულ განცხადებაში,საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა ძალადობისა და ტოტალური ფალსიფიკაციის გარემოში, რამაც არჩევნების რელაური შედეგების შეცვლამდე და მიხეილ სააკაშვილის არაკანონიერად გამარჯვებამდე მიგვიყვანა.

„მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღიდან მოყოლებული საქართველოს სასამართლოებში და საგამოძიებო ორგანოებში ასობით საჩივარი და სარჩელი იყო შეტანილი, მთელი წლის განმავლობაში ამ სარჩელებიდან არცერთი არ განხილულა: არ დასჯილა საარჩევნო კომისიის არცერთი წევრი, არ გაუქმებულა არცერთი ფალსიფიცირებული ოქმი, მეტიც, გამოძიებამ არც კი მოითხოვა არცერთი არსებითი დამამტკიცებელი საბუთი. დარღვევათა დიდი ნაწილი ეუთოს შემაჯამებელ დასკვნაში აისახა, მაგრამ ამ ორგანიზაციის არცერთი რეკომენდაცია საქართველოს ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა" - აცხადებენ კონსერვატორები.

ოპოზიციის აზრით, ყველაფერი ეს საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოძიების და არჩევნების დროს დაშვებული დარღვევების გამოსწორების პოლიტიკური ნების არარსებობაზე მიანიშნებს.

„საქართველოში არ არსებობს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობები, შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი არ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი", - ასეთ დასკვნას აკეთებენ კონსერვატორები და ხაზს უსვამენ, რომ ხელისუფლების არალეგიტიმურობამ მიგვიყვანა პოლიტიკურ კრიზისამდე და აგვისტოში დატრიალებულ სისხლიან ტრაგედიამდე.

უახლოეს მომავალში კონსერვატორები იმ დოკუმენტების პრეზენტაციას მოახდნენ, რომლის გაგზავნასაც აპირებენ საერთაშორისო სასამართლოში.

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100