RSS
на русском en in english
24.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე ისევ ისვრიან

06.01.2009  |  15:50

2/5/0/1250.jpegსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 4 იანვარს დილით განმუხურში, პოლიციის საკონტროლო-გამშვები პუნქტი, რომლიც აფხაზეთის საზღვართან მდებარეობს, თავდასხმის ობიექტი გახდა აფხზეთის მხრიდან. სროლა 15 წუთი გრძელდებოდა. დაზარალებულები არ არიან.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, Day.Az-ის ინფორმაციით სროლა ჭურვმტყორცნებიდან და ავტომატებიდან გალის რაიონის სოფელ პიჩორის მხრიდან ხორციელდებოდა, ხოლო რადიო „თავისუფლება" დამატებით ავრცელებს, რომ სოფლის მოსახლეობა სასწრაფოდ იქნა ევაკუირებული. საქართველოში სროლის დაწყება ისე მიიღეს, როგორც შეტევისათვის მზადება. „პიჩორში მხოლოდ რუსი სამხედრო მოსამსახურეები დგანან, რომლებიც ნაღმმტყორცნებითა და ჭურვმტყორცნებით არიან შეარაღებულნი.სავარაუდოდ სწორედ რუსები ისროდნენ"- გალის რაიონიდან დამოუკიდებელი წყაროს ციტირებას ახდენს Day.Az.

როგორც ჩანს მთელი ქართული მედია სწორედ ამ ცნობას ჩაეჭიდა და თვალი დახუჭა სიტყვაზე „სავარაუდოთ". უკვე შუადღეს „ოკუპანტების ახალ დანაშაულზე" „რუსთავი2" საუბრობდა.

საღამოს კი, გამოჩნდა საქართველოს შინაგან საქმეტა სამინისტროს ახალი განცხადება: „რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმები ტერიტორიებზე, რომლებიც აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს ესაზღვრება თავხედურ თავდასხმეს ახლორციელებენ. ჩვენ საქმე გვაქვს დანაშაულებრივი ქმედებების ჯაჭვთან, რომელთა შედეგადაც რეგიონებში, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს ესაზღვრება უკვე დაიღუპა 10, ხოლო დაიჭრა ათეულობით ქართველი პოლიციელი. დაზარალდა მრავალი მშვიდობიანი მოსახლე. საერთაშორისო საზოგადოებისათვის ნათელია, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საფრთხის წყარო რუსეთი და მისი შეიარაღებული ძალებია".

სოხუმში საპირისპიროს ამტკიცებენ: არც რუსებს და არც აფხაზებს სროლებთან არავითარი შეხება არ აქვთ.

„როგორც ჩანს ადგილი ჰქონდა, რაღაც გარჩევას საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ სროლების ფაქტი დავაფიქსირეთ, საქართველოს სოფელ განმუხურის რაიონში. სავარაუდოდ ეს ან კრიმინალური გარჩევა იყო ან ქართველი სამართალდამცავების შეტაკება, ქართულ კრიმინალურ სტრუქტურებთან" - განუცხადა 4 იანვარს აფხაზეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა გალის რაიონში რუსლან ქიშმარიამ „ინტერფაქსს".

და დასასრულს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არავითარი სროლა აფხაზეთის ტერიტორიიდან არ ყოფილა და არც შეიძლება ყოფილიყო.

რამდენიმე საათით გვიან თავისი კომენტარი გააკეთა აფხაზეთის თავდაცვის მინისტრმა ზაკან ნანობამ. მისი განმარტებით არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველო მალულად ახორციელებს აფხაზეთის საზღვართან საომარი ტექნიკისა და დამატებითი ქვედანაყოფების შემოყვანას.

„სროლა შესაძლოა ქართული მხრიდან იყო ინსცენირებული საიმისოდ, რათა გაამართლოს საზღვრისპირა რეგიონებში დამატებითი ძალების გადატყორცნა"- მინისტრის ციტატა მოჰყავს „ინტერფაქსს".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100