RSS
на русском en in english
23.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ომბუცმენ - სოზარ სუბარის ახალი ბრალდებები

07.01.2009  |  14:44

2/5/9/1259.jpegახალი წლის დადგომამდე საქართველოს სახალხო დამცველი, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მოხსენებით წარსდგა. სადაც განაცხადა, რომ მას ხელთ აქვს „ პირდაპირი მტკიცებულებები, მრავალი ჩინოვნიკის წინააღმდეგ,". მათ შორის, 2007 წლის 4 ნოემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის აუდიო ჩანაწერი, სადაც „ მაღალჩინოსნები დანაშაულებრივ ქმედებებს გეგმავდნენ, საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ".

როგორც ცნობილია, სამი დღის შემდეგ, 7 ნოემბერს, საქართველოს პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და ხელკეტების მეშვეობით, პატლამენტის შენობის წინ მიმდინარე ოპოზიციის მასობრივი დემონსტრაცია დაარბია. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 508 კი საავადმყოფოში მოხვდა. kavkaz-uzel.ru-ს ინფორმაციით, სუბარი ამტკიცებს, რომ ეს ხოცვა-ჟლეტა მერაბიშვილის კაბინეტში დაიგეგმა: ყოფილი გენერალური პროკურორის ახლა კი, იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის, მაშინდელი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილისა, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის დათა ახალაიას და მერაბიშვილის მიერ.

"შინაგან საქმეთა მინისტრმა განკარგულება გასცა, რომ მომინტნგეები ეცემათ ძირითადად თირკმელებში და მუცელში, საჭიროების შემთხვევაში - სახეშიც .-სახალხო დამცველის ციტირებას ახდენს იგივე საიტი. - ამასთან ერთად, შინაგან საქმეთა მინისტრი თათბირზე საუბრობდა იმის შესახებ, რომ აქციის არცერთი მონაწილე არ უნდა დარჩენილიყო გაულახავი, რათა სამაგალითო ყოფილიყო მათი დასჯა და იგივეს გამეორების სურვილი აღარ გასჩენოდათ".

სუბარის მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ამგვარი რეკომენდაცია მისცეს:"აქტივისტების უმრავლესობისთვის უნდა ჩაედოთ ნარკოტიკები, შესაძლებლობის შემთხვევაში ცეცხლსასროლი იარაღი და ამის საფუძველზე დაეპატიმრებინათ". თავდაცვის მინისტრ კეზერაშვილს შესთავაზეს, გამოეყვანა პოლიციის ფორმაში გადაცმული სამხედრო ნაწილები, იმისათვის, რომ დაერბიათ და ეცემათ რაც შეიძლება მეტი დემონსტრანტი. ამას გარდა, „მას ჰქონდა დავალებული იმ ბიზნესმენების შანტაჟი, რომლებიც ოპოზიციას ეხმარებოდნენ".

მოხსენებაში სოზარ სუბარმა, პირდაპირ დაადანაშაულა აჭარის სამართალდამცავი სტრუქტურები ქართული არმიის ოფიცრის, როინ შავაძის წამებასა და მკვლელობაში.

საქმის არსი ასეთია. 16 აგვისტოს ცხინვალიდან, ბათუმში დაბრუნებული 23-ე სენაკის ბრიგადის მზვერავის, როინ შავაძის სახლში შევიდნენ სამხედრო ფორმაში ჩაცმული ადამიანები, რომლებმაც ოფიცერი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. იმავე საღამოს, ნათესავებმა შავაძის ცხედარი ქალაქის მორგში აღმოაჩინეს. გარდაცვლილს სხეულზე აღმოაჩნდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული 20-მდე ჭრილობა და მრავლობითი მოტეხილობა.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100