RSS
на русском en in english
16.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ჩარჩო ხელშეკრულების ნაცვლად ქარტია

07.01.2009  |  16:41

საქართველო და აშშ კვირის ბოლომდე ვაშინგტონში სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიას მოაწერენ ხელს.

2/6/2/1262.jpeg«Novosti-Gruzia» - ს ინფორმაციით, დოკუმენტზე იქნება ორი ხელმოწერა - საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორგანოს ხელმძღვანელის, გრიგოლ ვაშაძისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის. ქარტიის შინაარსის შესახებ, და ისიც წინასწარი მონაცემებით, ჯერ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ის ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას, კონკრეტულად კი პარტნიორობისა და ურთიერთმოქმედების გაღრმავებას თავდაცვის, უშიშროების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროში.

საინტერესოა, რომ ბოლო დღეებამდე ამ თემასთან დაკავშირებულ ინფორმაციებში ფიგურირებდა სხვა შეხედულება - ჩარჩო ხელშეკრულება, და არანაირი ქარტია. დღესაც გაუგებრად რჩება ეს ცვლილება. მითუმეტეს, რომ ზემოხსენებული ჩამონათვალი, რომელიც იწყება სიტყვით - „ითვალისწინებს", იგივეა, რასაც ჩარჩო ხელშეკრულება ითვალისწინებდა.

8 იანვარს ვაშინგტონში გაემგზავრებიან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიგა ბოკერია, თავდაცვის მინისტრი დავით სიხარულიძე და სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და საქართველოს ახალი ელჩი აშშ-ში, ბათუ ქუთელია უკვე იმყოფებიან ამერიკის დედაქალაქში.

შეგახსენებთ, დოკუმენტის ხელმოწერა 4 იანვრისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის გართულებისა და იქ კონდოლიზა რაისის სასწრაფოდ ჩასვლის გამო ხელმოწერა გადაიდო. საქართველოს ხელისუფლება ქარტიის ხელომოწერას ისტორიულ მოვლენად აფასებს. საინფორმაციო სააგენტო Day.Az-ის ინფორმაციით, ჯერ კიდევ 25 დეკემბერს თემურ იაკობაშვილმა აღნიშნა:

„აშშ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოა, და პატარა ქვეყნისთვის ასეთი მასშტაბის სახელმწიფოსთან სტრატეგიული პარტნიორობა ხელისუფლების მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს".

ოპტიმისტურადაა განწყობილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, რომელმაც ხალხისადმი საახალწლო მიმართვაში განაცხადა:

„ქართულ-ამერიკული სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტი ფაქტიურად ნიშნავს გეორგიევსკის ტრაქტატიდან გამოსვლას (რუსეთის იმპერიის მფარველობისა და უზენაესი მმართველობის შეთანხმება ქართლ- კახეთის გაერთიანებულ სამეფოთან. - ა.გ.) და გამომშვდიბებას უფროს-უმცროსი ძმის ეპოქასთან. რა თქმა უნდა, ეს ქარტია ვერ უზრუნველყოფს ჩვენს აბსოლუტურ უსაფრთხოებას, მაგრამ შორეულ პერსპექტივაში ჩამოაყალიბებს საქართველოს სავსებით სხვა დონის სახელმწიფოდ".

ახლა ქარტიად წოდებული დოკუმენტის ახალი სტატუსი, ნამდვილად გვიბიძგებს, აშშ-სა და უკრაინის მსგავსი შეთანხმების ანალოგიის დანახვისკენ, რომელსაც 19 დეკემბერს მოეწერა ხელი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100