RSS
на русском en in english
23.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ეკლესია სოფლის მეურნეობის გადარჩენისკენ მოუწოდებს

08.01.2009  |  11:21

2/6/7/1267.jpegსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქმა, ილია მეორემ საშობაო ეპისტოლეში, ამჯერადაც არ აურა გვერდი იმ მწვავე პრობლემებს, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას.

პატრიარქმა საკუთარ  სამწყსოს, არა მხოლოდ  ცოდვების გულწრფელ აღიარება, მონანინება  და უფლის ჭეშმარიტი სიყვარული უქადაგა, არამედ ის ეპისტოლეში თანამედროვებასაც და  არსებულ,  გლობალურ ეკონომიკურ კრიზისსა  და ქართული ეკონომიკის პრობლემებსაც შეეხო.

„ჩვენ ძალინ რთულ პერიოდში მოგველის ცხოვრება. მართალია რთული პერიოდი საქართველოს TiTqmis yovelTvis, პრაქტიკულად მთელი მისი არსებობის მანძილზე ჰქონდა, მაგრამ მაშინ ადამიანებს გაცილებით უფრო მტკიცე რწმენა ჰქონდათ და განსაცდელიც   ნაკლები იყო. ახლა კი, ხალხს მოუხდა  პოსტსაბჭოური გარდამავალი პერიოდის პრობლემების მთელი სიმძიმით გადატანა: უმუშევრობა, შიმშილი, ომი, მორალური კრიტერიუმების ცვლილება, ძალადობისა და სიცრუის მოზღვავბა.   სამწუხაროდ, ხვალინდელი დღეც არ გვაძლევს უკეთესი მომავლის იმედს, რადგანაც მსოფლოი მოიცვა გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელიც შეიძლება სისტემურ კრიზისში გადაიზარდოს. ასე რომ , არსებული სისტემა შეიძლება მალე  შეცვალოს სხვა, პრინციპულად ახალმა სისტემამ", - წარმოთქვა პატრიარქმა.

მისი აზრით, დღეს ბაზარზე ბატონობს არა საქონლისა და მომსახურების წარმოება, არამედ ფული და თუ ეს სამომხმარებლო პროცესი არ შევაჩერეთ, მთელი მსოფლიო კატასტროფის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

პარტიარქმა აღნიშნა, რომ დასავლეთმა ეს საშიშროება  გააცნობიერა და მრავალმა ქვეყანამ  ეკონომიკაში სახელმწიფო სექტორის გაძლიერების კურსი უკვე აიღო და ეძებენ ამ სფეროს სახელმწიფო რეგულირების, ეფექტურ მექანიზმებს.

შექმნილ სიტუაციაში ილია მეორე თვლის, რომ საქართველოსთვის  ერთადერთი გამოსავალო : მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელi სფეროს განვითარებაა, მიუხედავად განხორციელებული რიგი პოზიტიური ნაბიჯებისა, ამ დარგებში,  მაინც  ძალიან ბევრი პრობლემა რჩება.

პრობლემათა შორის მან პირველ რიგში დაასახელა: ყურძნისა და ხორბლის ტრადიციულად  ნაციონალური ჯიშების შენარჩუნება, რომლებსაც განადგურება ემუქრებათ.

„ღვინოსა და პურს ჩვენი წინაპრები, ჩვეულებრივი  დანიშნულების გარდა,  მაცხოვრის სისხლთან და ხორცთან აიგივებდნენ, რომელთა მიმართ ქართველ გლეხს  განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა" - თქვა პატრიარქმა.

მისი თქმით დღეს ქართველ გლეხს სოლიდურ თანხას სთავაზობენ, იმისთვის რომ გაჩეხოს შვილივით ნაზარდი ვენახი და გააშენოს სხვა კულტურა. გლეხს  ყურძნის მოყვანის ინტერესი  იმის გამო აქვს დაკარგული, რომ მის ნორმალურ ფასად რეალიზებას ვერ ახერხებს,  ჩაბარებისას კი,  მიზერულ თანხას უხდიან.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100