RSS
на русском en in english
25.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ცხინვალი ძველებურად გაზის გარეშე არის დარჩენილი

08.01.2009  |  13:14

2/6/9/1269.jpeg5 დეკემბერს „გაზპრომის" თავმჯდომარემ ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ, მისი მონაცემებით, საქართველო მზად არის გაზის მიწოდება განუახლოს სამხრეთ ოსეთს. თუმცა მოგვიანებით ქართულმა მხარემ ეს ინფორმაცია უარყო. ცხინვალი ისევ ბუნებრივი აირის გარეშეა.

ორშაბათს რუსეთის პრემიერ მინისტრთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას „გაზპრომის" ლიდერმა აღნიშნა: "ახლახან მივიღე ინფორმაცია, რომ საქართველო მზად არის სამხრეთ ოსეთში გაზის მიწოდების განახლებისთვის. გაზპრომი, თავის მხრივ, მიაწოდებს გაზს ქართველ მომხმარებლებს სრული დატვირთვით, ადრე დადებული ხელშეკრულების თანახმად", მისი სიტყვების ციტირებას ახდენდა РБК.

თუმცა 6 დეკემბერს ირაკლი ნიკოლაიშილმა, კომპანია "იტერა-საქართველოს" გენ-დირექტორის მოადგილემ, პასუხისმგებელმა სამხრეთ ოსეთისთვის გაზის მიწოდებაში, "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა:  "ჩვემი კომპანია არ არის მზად ცხინვალის რეგიონში გაზის მიწოდებისთვის. გაზის ის რაოდენობა, რომელსაც "იტერა-საქართველო" მიმდინარე თვეში მიიღებს, არ ითვალისწინებს სამხრეთ ოსეთს, "გაზპრომის" ინფორმაცია კი სინამდვილეს არ შეესაბამება. ამას გარდა, ჩვენს სპეციალისტებს არ აქვთ გაზსადენის დაზიანებული მონაკვეთის დათვალიერების საშუალება".

იმავე დღეს, 6 დეკემბერს, ქართული ენერგეტიკის სამინისტროს ლიდერმა ალექსანდრე ხეთაგურმა უკვე მერამდენედ  დასდო ბრალი სამხრეთ ოსეთის მთავრობას გაზის მიწოდების შეწყვეტაში. "ომის დროს,- შეატყობინა მან ტელეკომპანიას "რუსთავი-2".- დაბომბვების გამო მილი სერიოზულად დაზიანდა. შემდეგ ჩვენმა სპეციალისტებმა შეაკეთეს დაზიანებები, თუმცა ერთი დარჩა - საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე. ზუსტად ეს არის მიწოდების შეწყვეტის მთავარი მიზეზი. შეწუხებული ოსების გაყინვას საქართველოს მთავრობა განგებ არ აპირებდა. ასე კი, ტექნიკურად გაზსადენი მზად არის გაატაროს "ცისფერი ნავთობი".

მსგავსი განცხადებების გაკეთებისას ხეთაგურს, როგორც ჩანს, ავიწყდება ის, რომ ჯერ კიდევ 23 დეკემბერს რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ლიდერმა სერგეი ჩოიგუმ განაცხადა, რომ გაზსადენის სამხრეთ ოსური მხარე სრულ წესრიგში იმყოფებოდა. სამხრეთ ოსურმა ხელისუფლებამ, თავის მხრივ, მზადყოფნა განაცხადა თავის ტერიტორიაზე გაზსადენის შესამოწმებლად ნებისმიერი სპეციალისტების მიღებასა და მათი უსაფრთხოების დაცვაზე.   თუმცა უკუპასუხი ქართული მხარისგან ჯერ კიდევ არ მიუღიათ.

ამასთანავე დღეს, 7 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ ოსური მხარე აპირებს რესპუბლიკის გაზმომარაგების საკითხის დასმას ჟენევის მორიგ დისკუსიებზე. ამის შესახებ განაცხადა სახრეთ ოსეთის  პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ომის შემდგომი კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევმა. ალექსანდრე ხეთაგურის განცხადების კომენტირებისას, რომელშიც საუბარი იყო გაზსადენის სამხრეთ ოსური მხარის გაუმართაობაზე, მან განაცხადა: "ის რითაც ქართული მთავრობა ახლა არის დაკავებული - პოლიტიკური თამაშია".

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100