RSS
на русском en in english
24.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

„ქართული ეკონომიკის არქიტექტორი“ დარღვევებშია ეჭვმიტანილი

09.01.2009  |  10:35

2/7/3/1273.jpegკონტროლის პალატა კახა ბენდუქიძის ფინანსურ მოღვაწეობას სწავლობს. ის ახლა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია. 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ბიზნესმენი, საქართველოს ლიბერალური ეკონომიკის რეფორმის „მამა", შედის საქარველოსა და რუსეთის ყველაზე მდიდარ ადამიანთა სიაში და ახლა სარევიზიო ორგანოები დაჟინებით სწავლობენ სააკაშვილის გუნდის, ამ გავლენიანი პოლიტიკოსის მოღვაწეობას.

როგორც ქართული რადიოსადგური „კომერსანტი" გადმოგვცემს, კონტროლის პალატის 139/20 აქტის თანახმად, მთავრობის კანცელარია არღვევს პრეზიდენტის 231-ე დადგენილებას, რომელიც სამსახურებრივი მივლინებების ხარჯების კომპენსაციას ითვალისწინებს. როგორც გაირკვა, ლაპარაკია მივლინებების ხარჯების არამიზნობრივ ხარჯვაზე. კონტროლის პალატაში ამტკიცებენ, რომ კანცელარიის ვალები შეადგენს 50 ათას ლარს (დაახლოებით 2 ათას დოლარს). არაა გარკვეული სალაროსა და ფაქტიური ხარჯებიც: სალაროს ხარჯი, ფაქტიურ ხარჯებთან შედარებით 1 მილიონ 200 ათას ლარით ნაკლებია.

ბენდუქიძის აპარატში სარევიზიო ორგანოების პრეტენზიებზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. ტელეფონები, უბრალოდ, გამორთულია. თავად კახა ბენდუქიძე, როგორც ქართველი ჩინოვნიკების უმეტესობა, საშობაო არდადეგებს საზღვარგარეთ ატარებს. სამსახურში მას 11 იანვარს ელიან. ქართული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები „ქართული ეკონომიკის არქიტექტორს" სამსახურიდან დათხოვნას და დაპატიმრებასაც კი, უწინასწარმეტყველებან.

როგორც წყარო იტყობინება, ქვეყნის მაკონტროლებელი ორგანოები კახა ბენდუქიძის ბიზნეს-ობიექტებს ამოწმებენ, სამართალდამცველები კი მისი ეკონომიკის მინისტრობისდროინდელ საქმიანობას სწავლობენ. კერძოდ, შეისწავლიან ბენდუქიძის მონაწილეობას „ბიზნეს-სქემის" შექმნაში, რომლის მიხედვითაც, მსხვილმა ქართულმა ბანკებმა საკუთარი სამშენებლო კომპანიები გახსნეს და მხოლოდ საკუთარი თავისთვის შეღავათიანი კრედიტების გაცემა დაიწყეს. სამართალდამცველი ორგანოები ინტერესდებიან კახა ბენდუქიძის ხარჯებითაც, რომლებიც სამთავრობოდ ითვლება და აღნიშნულია გრიფით „სრულიად საიდუმლო".

უნდა აღინიშნოს, რომ საქართვერლოში კახა ბენდუქიძეს „გამოჩენისთანავე" და ლოზუნგების:"საქართველოში იყიდება ყველაფერი, სინდისის გარდა" და „სახელმწიფო ბიზნესს კი არ უნდა დაეხმაროს, უბრალოდ, ხელი არ უნდა შეუშალოს"- გახმოვანებისთანავე, გამუდმებული რისხვა დაიმსახურა.

2004-2006 წლების ბიუჯეტი, ბენდუქიძის მიერ გამოცხადებული პრივატიზაციით საფუარივით ფუვდებოდა (მაშინ ის ეკონიმიკის სამინისტროს ხელმძღვანელობდა). ოპოზიცია მას არაკომპეტენტურობაში, საქართველოს ეკონომიკის მიზანმიმართულ დანგრევასა და „პრორუსულ ორიენტაციაში" ადანაშაულებდა.

2005 წელს, სტატისტიკური მონაცემებით, რუსეთი გახდა საქართველოს მთავარი ინვესტორი.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100