RSS
на русском en in english
22.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ახალ წელს ახალი პრემიერი?

09.01.2009  |  15:11

2/7/6/1276.jpegსაქართველოს საპარლამენტო ოპზიცია აცხადებს, რომ უკვე იანვარ-თებერვალში მთავრობაში მოხდება მორიგი საკადრო ცვლილებები. ამას აქტიურად განიხილავენ არაოფიციალურ საუბრებში საპარლამენტო ფრაქციების ზოგიერთი წარმომადგენლები.

ამის შესახებ 6 იანვარს სააგენტო GHN -ს განუცხადა ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელმა გია ცაგარეიშვილმა. "პირად საუბრებში პარლამენტარები ამას აქტიურად განიხილავენ, თუმცაღა ძნელია იმ მინისტრების დასახელება, რომელთა შეცვლაცაა საჭირო", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

მისი თქმით, კადრების პარლამენტიდან, საკანონმდებლო ხელისუფლებაში "გადასროლა" ნაკლებად მოსალოდნელია, რადგანაც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში აღარ არის ამის რესურსები.

ჟურნალისტების შეკითხვაზე: "დაიკავებს თუ არა პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაური პრემიერის პოსტს?"- ცაგარეიშვილმა უპასუხა: "ნიკა გილაური ფარული კარიერისტია და არ არის გამორიცხული, რომ პრეზიდენტი მის ამ ამბიციას დააკამაყოფილებს".

შეგახსენებთ, რომ ნიკა გილაური დროებით ასრულებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას. რამდენიმე დღის წინ სააგენტომ "პირველი", სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის გრიგოლ მგალობლიშვილის შესაძლო გადადგომის შესახებ. ის პრემიერის პოსტზე დაამტკიცეს თვენახევრის წინ. გადადგომის ძირითად მიზეზად დასახელდა გაუგებრობა პრემიერსა და პრეზიდენტს შორის.

მგალობლიშვილის გადადგომის შესახებ ინფორმაცია, უცხოეთის მას-მედიაშიც გამოჩნდა. თუმცაღა საქართველოს მთავრობის და პრეზიდენტის პრეს-სამსახური ამ ინფორმაციას უარყოფს. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად და ქართული მას-მედიის ინფორმაციით, 35 წლის პრემიერი გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფება.

5 იანვარს, პრემიერ-მინისტრის პრეს სამსახურის უფროსმა ავთანდილ ფავლენიშვილმა განაცხადა: "ჩვენ ვერ დავასახელებთ პრემიერის სამშობლოში დაბრუნების ზუსტ თარიღს. ის მეუღლესთან და თავის კლასელთან, ბავშვობის მეგობართან გოკა გაბაშვილთან ერთად გერმანიაში იმყოფება, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, სადაც გადის კომპლექსურ სამედიცინო გამოკვლევას. ზოგადი გადატვირთვის ფონზე მგალობლიშვილს აღმოაჩნდა მკვეთრი რენალური გართულებები (თირკმელების ფუნქციონალური მდგომარეობის აშლილობა)".

მანამდე, თბილისის გაზეთი "ალია" სარწმუნო სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ თითქოსდა სააკაშვილს ჩხუბი მოუვიდა მგალობლიშვილთან, თითქოსდა, პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს გაარტყა სახეში და ტელეფონი ესროლა.

ქართული მას-მედია ირწმუნება - აღნიშნულ ინცინდენტს ადგილი ჰქონდა. ქართველი ჟურნალისტების ვერსიით, მგალობლიშვილი ამ ინცინდენტის შემდეგ გადადგა, მაგრამ პრეზიდენტმა არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა.

პრემიერი დაჟინებით მოითხოვს გადადგომას, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრება ინცინდენტის დეტალების გახმაურებით.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100