RSS
на русском en in english
24.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველოს ხელისუფლება: საგაზაფხულო გეგმები

12.01.2009  |  09:46

2/9/4/1294.gif9 იანვარს საქართველოში ჩატარდა 2009 წლის, პირველი მთავრობის სხდომა. სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გაზაფხულზე ქვეყანაში ფართომასშტაბიანი მშენებლობა დაიწყება. ასევე პრეზიდენტი მინისტრებისა და სახელმწიფო ჩინოვნიკების, ფიზიკური მდგომარეობის თემასაც შეეხო.

მთავრობის სხდომაზ მიხეილ სააკაშვილი, დაინტერესდა საავადმყოფოში მყოფი პრემიერ-მინისტრის გრიგოლ მგალობლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით და პარლამენტის სპიკერის დავით ბაქრაძის. პრეზიდენტი გაოცეებული იყო: "რამდენიმე ადამიანი მივლინებაში იმყოფება, რამოდენიმე თავს ცუდად გრძნობს. მინდა გკითხოთ - რა გჭირთ ხალხო? დროა ფორმაში ჩადგეთ, ადრე დაწექით დასაძინებლად. საქართველოში ავდმყოფობის დრო არ გვაქვს, ყველანი ფორმაში უნდა ვიყოთ".

უახლოესი მომავალის, ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების განხილვისას, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა:"გაზაფხულის მოსვლისთანავე, საქართველო ერთ დიდ სამეშენებლო მოდენად უნდა გადაიქცეს და სხვადასხვა ადგილობრივმა თუ უცხოურმა კომპანიებმა, უნდა დაიწყონ მშენებლობა".

მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო უნდა გახდეს ქართული ეკონომიკის მთავარი ინვესტორი და მთავრობის წევრებს სთხოვა 2,2 მილიარდი დოლარის გადარიცხვა, 2009 წლის სახელმწიფო პროექტების განსახორციელებლად.

ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ უკვე იანვარში სახწელმწიფო გამოაცხადებს ტენდერებს 1 მილიარდი დოლარის მოცულობის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. " ჩვენ გვსურს ამ ტენდერებში, მაქსიმალურად მოვიზიდოთ ქართული კომპანიები",-განაცხადა გილაურმა. მისი პროგნოზით 25-30 ათასი, სამუშაო ადგილი იქნება შექმნილი.

თავის მხრივ საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რამაზ ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელიწადს საგაზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე და მშენებლობაზე დაგეგმილია 521 მილიონი დოლარის დახარჯვა.

მართალია საქართველოს ბიუჯეტი 2009 წლისთვის შემცირდა (გასულ წელიწადთან შედარებით) 1 მილიარდი ლარით (დაახლოებით 600 მილიონი დოლარი). მაგრამ ეს როგორც ჩანს არავის არ აშინებს.

მთავრობა მხარს უჭერს პრეზიდენტის ოპტიმიზმს, რომელიც ძველებურად დარწმუნებულია, რომ ფინანსურმა კრიზისმა საქართველოს გვერდი აუარა. "მსოფლიო კრიზისს შეეჯახა, საქართველო - სირთულეებს, რომლებიც სხვა ქვეყნების კრიზისმა გამოიწვია",- ამ დღეებში გამოთქვა საკუთარი აზრი სააკაშვილმა.

თუმცა ეკონომისტები არც ისე გაცისკროვნებულ პერსპექტივებს ხატავენ და თვლიან, რომ მსოფლიო კრიზისი, შეეხება საქართველოს. მათი აზრით, გაზაფხულზე მრავალი ადამიანი დარჩება სამუშაოს და ხელფასის გარეშე. რაც სოციალურ არასტაბილურობამდე მიიყვანს ქვეყანას.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100