RSS
на русском en in english
23.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქარტია ხელომოწერილია. შეკითხვები ისევ დარჩა

12.01.2009  |  15:07

2/9/9/1299.jpeg9 იანვარს ვაშინგტონში საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოეწერა ხელი. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოლაპარაკებათა დარბაზში, შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ და ამერიკის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა. ქარტიას ზოგადი ხასიათი აქვს, თუმცა ორივე მხარემ ხაზი გაუსვა იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს დოკუმენტი.

ქარტიის პუნქტები 6 ფურცელზეა გადმოცემული. მასში ლაპარაკია სახელმწიფოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში თანამშრომლობაზე, მათ შორის, ვაჭრობის სფეროშიც. საწყის ეტაპზე აშშ ქართული პროდუქციისთვის, ამერიკული ბაზრის ხელმისაწვდომობას გაამარტივებს, უახლოეს მომავალში კი, მხარეები დაასრულებენ შედგენას და შემდეგ ხელს მოაწერენ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას.

ქარტიის ზოგიერთ პუნქტებზე გრიგოლ ვაშაძემ, ჯერ კიდევ ხელმოწერამდე ისაუბრა. „RIA Novosti"-თან ინტერვიუში მან აღნიშნა: „ქარიტია რესპუბლიკისთვის გახდება ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული შეთანხმება, რომელზე ხელმოწერაც ნიშნავს აშშ-სთან ჭეშმარიტად სტრატეგიულ ურთიერთობების დაწყებას და საქართველოს ნატოსთან დაახლოებას. მასში ორივე მხარე კიდევ ერთხელ მკაფიოდ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და სუვერენულობას. ასევე აშშ საკუთარ თავზე იღებს ქართული არმიის მოდერნიზაციას და ქვეყნის თავდაცისუნარიანობის ამაღლებას".

ვაშაძის გამონათქვამების ბოლო ნაწილი პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ დააკონკრეტა. „აშშ განაგრძობს საქართველოს დახმარებას თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში, - ბაქარაძის ციტირებას ახდენს ITAR-TASS, - კონკრეტულად კი, ქართული არმიის განათლებაში და შეიარაღებაში მომზადებას".

ამასთან ერთად, მან არ დაადასტურა ხმები იმის შესახებ, რომ დოკუმენტში ჩადებულია პუნქტი, საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსების შესახებ. ბაზების შესახებ ინფორმაცია (ხელმოწერილი ქარტიის მიხედვით ) უარყო ამეერიკულმა მხარემაც. ქარტიის შესახებ გაკეთებულ კომენტარში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ განაცხადა: „მე კატეგორიულად და აბსოლუტურად ვამტკიცებ, რომ ამ ქარტიაში საერთოდ არაა ბაზებზე ლაპარაკი".

ასე რომ, გასაგები გახდა, საქარველოს ტერიტორიაზე ამერიკული ბაზების განთავსების შესახებ პრესაში გაჟონილ ინფორმაციას ქარტიასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს.

შეგახსენებთ, 8 იანვარს, თბილისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ლეიბორისტთა ლიდერმა ნესტან კირთაძემ განაცხადა: „მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან აწარმოებს ინტენსიურ მოლაპარაკებებს, რესპუბლიკაში სამხედრო ბაზების განთავსების შესახებ. სააკაშვილი ამ ჯგუფის წარმომადგენლებს, ამერიკული ბაზების განსათავსებლად ქვეყნის ტერიტორიას 90 წლით სთავაზობს. საუბარია ყოველგვარი გადასახადების გარეშე, ათასობით ჰექტარი მიწიას გამოყოფაზე".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100