RSS
на русском en in english
16.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ცვლილებათა საწინდარი თუ დამამაშვიდებელი პრიზი?

12.01.2009  |  15:11

3/0/0/1300.jpeg9 იანვარს ვაშინგტონში საქართველოსა და აშშ-ს წარმომადგენლებმა სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ქარტიას მოაწერეს ხელი. ოფიციალური თბილისი, ამ დოკუმენტს ისტორიულ მოვლენად აფასებს. ამავდროულად, ზოგიერთი ოპოზიციური პარტიები სკეპტიკურად არიან განწყობილნი.

ხელმოწერამდე შეთანხმების სრული ტექსი არ გამოქვეყნებულა. ისტორიული მომენტი კი, როდესაც დოკუმენტს კონდოლიზა რაისი და გრიგოლ ვაშაძე ხელს აწერდნენ, პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. ცერემონიალზე რაისმა განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

დიდწილად, ფურცელზე ასახულია ის, რაც უკვე არსებობს. ქარტია ითვალისწინებს თანამშრომლობას ხუთ საკვანძო საკითხში: ევროინტეგრაცია, თავდაცვა, ეკონომიკა, დემოკრატია და კულტურა. ვაშინგტონი ადრეც ცდილობდა, რომ დასახელებულ სფეროებში, საქართველოში ყველაფერი რაც შეიძლება უკეთესად ყოფილიყო. სხვა საქმეა, რომ ეს ყოველთვის არ გამოდიოდა.

როგორც ვაშინგტონიდან ქართველი ჟურნალისტები იტყობინებიან, ამჯერად აშშ რესპუბლიკაში დემოკრატიის განვითარებისა და ეკონომიკური რეფორმების, ასევე ქართული არმიის მედერნიზაციისა და ქვეყნის თავდაცისუნარიანობის გაუმჯობესებაზე პასუხისმგებლობას, ოფიციალურად იღებს.

დოკუმენტი 5 ნაწილისგან შედგება: პირველში განსაზღვრულია პარტნიორობის პრინციპები. ისინი ასეთია: აშშ ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ თანამეგობრობასთან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ სფეროებში, და რა თქმა უნდა, თავდაცვის სფეროში კავშირების გაღრმავებას. მიზანი - საქართველოს, ევროპულ და ტრანსატლანტიკურ - პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცით და უსაფრთხოების ინსტიტუტებში ინტეგრაციაა. ინტეგრაცია უნდა მოხდეს საქართველოს მიერ, აუცილებელი სტანდარტების დაკამყოფილების საფუძველზე.

ქარტიის მეორე ნაწილი ითვალისწინებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას. ასევე, სქართველოს ნატოსკენ სწრაფვას. შტატები პირდებიან დახმარებას ურთიერთქმედების კოორდინაციაში, ასევე არმიის საჭირო სტანდარტების შესაბამისად მომზადებაში.

მესამე ნაწილი ეკონომიკური სფეროში თანამშრომლობას, ვაჭრობასა და ენერგეტიკას ეძღვნება.აქ ძირითადად ლაპარაკია ომის შემდგომი რეკონსტრუქციისა და ფინანსური სტაბილიზაციისათვის, მატერიალურ დახმარებაზე.

ქარტიის მეოთხე ნაწილი ითვალისწინებს დემოკრატიის გამყარებას. აშშ იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს დამოუკიდებელი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების განვითარება და გააძლიეროს კანონის უზენაესობა.

ქარტიის მეხუთე ნაწილი ეძღვნება ხალხებს შორის კონტაქტების გაღრმავებასა და კულტურული გაცვლების გაფართოებას.

საქართველოს ხელისუფლება ამ გეგმას ყველაზე მაღალ შეფასებას აძლევს. ბევრი პოლიტიკოსი (პრესაში გამოთქმული მოსაზრებებით თუ ვიმსჯელებთ) დარწმუნებულია, რომ ეს დოკუმენტი ყველა ძირითადი პრობლემის მოგვარების საშუალებას იძლევა.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100