RSS
на русском en in english
30.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ავარიამ სომხეთი უგაზოდ დატოვა

12.01.2009  |  16:57

თბილისში აცხადებენ, რომ გაზსადენზე ავარიის ლიკვიდაციას, საკუთარი ძალებით მოახდენენ.

3/0/3/1303.jpegშეგახსენებთ, 9 იანვარს საქართველომ შეწყვიტა რუსული გაზის ტრანზიტი სომხეთში. თბილისში შეჩერების მიზეზად "ავარიულ-აღდგენითი სამუშაოების ჩატარება" დაასახელეს. საწვავის მიწოდება დილით შეწყდა, რამაც რუსეთის და სომხეთის შესაბამის დაწესებულებებში განგაში გამოიწვია. უკვე შუადღეზე "გაზპრომმა" და მისმა ერევნელმა კოლეგებმა "არმგზაპრომმა" შესთავაზეს საქართველოს დახმარება. თუმცა...

პასუხად "გაზპრომის" და "არმროსგაზპრომის" წინადადებაზე გაუწიოს მაქსიმალური ხელშეწყობა ავარიის ლიკვიდაციისათვის საქართველოს, გაზსატრანსპორტო კონპანიამ მადლობა გადაუხადა შემოთავაზებული დახმარებისათვის და აუწყა, რომ ვარაუდობს სამუშაოების დასრულებას თავისი ძალებით 12 იანვრისათვის", - რუსეთის საინფორმაციო სააგენტო "ნოვოსტი"-ის გაზპრომის საინფორმაციო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის იგორ ვოლობუევის ციტირება ახდენს.

თუმცა, newsarmenia.ru -ს ცნობით, თბილისმა "არმროსგაზპრომის" დახმარება მიიღო. ექსპერტთა ჯგუფი ერევანიდან ავარიის ადგილას მოვიდა - სიტუაციის გასაცნობად და აუცილებლობის შემთხვევაში დახმარების გასაწევად.

დახმარება ქართველ ენერგეტიკოსებს, ნამდვილად არ აწყენდათ. მათ ექსტრემალურ პირობებში უწევთ მუშაობა. 9 იანვარს, საქართველოს ცენტრალურ რაიონებში, სადაც იმავე დღეს დილით ავარია მოხდა, ძლიერი ქარბუქი ამოვარდა, რამაც ელექტროენერგიის გარეშე 160 ოჯახი დატოვა. დღეს სტიქია ცოტათი ჩადგა, მაგრამ ამინდი მაინც ცუდია.

ორივე კომპანიის - გაზის მიმწოდებელის და მიმღების შეშფოთება ძალზედ გასაგებია. ამ საწვავის სასომხეთში ტრანზიტისათვის, რუსეთი გაზითვე იხდის. მილში გამავალი გაზის 10 პროცენტი შეთანხმების თანახმად, საქართველოს რჩება. ასეთი ტარიფი მას არ აკმაყოფილებს - ენერგეტიკის სამინისტრო არაერთგზის ითხოვდა საფასურის გაზრდას. მოსკოვი ჯერ-ჯერობით უარს ამბობს ამის გაკეთებაზე. "სარემონტო სამუშაოებში" ცალკეული ანალიტიკოსები, ვისი სახელებიც პრესაში არ სახელდება, მცირე შანტაჟს ხედავენ.

თუმცა ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა იმევე 9 იანვრის საღამოს, "რია ნოვოსტის" ცნობით, მოიყვანა კონკრეტული ფაქტები. აღნიშნა, რომ ავარია მოხდა გარდაბანის რაიონში. ერთ მეტრიანი დიამეტრის მაგისტრალური მილი "ყაზახ-საგურამოს" მონკვეთზე ოთხ ადგილას გასკდა. მომხდარის მიზეზად მინისტრმა კოროზია და მილში მომატებული წნევა დაასახელა, რაც სასომხეთში გაზის მოხმარების სეზონურ ზრდასთანაა დაკავშირებული.

"გაჟონვა სერიოზული იყო, ამიტომაც დღეს დილით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შევწყვიტოთ სასომხეთში გაზის მიწოდება. ჩვენს სპეციალისტებს, მილის აღდგებისათვის 24 -საათიანი სამუშაობის შემთხვევაში, დასჭირდებათ დაახლოებით 4 დღე", - განაცხადა ხეთაგურმა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100