RSS
на русском en in english
26.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ენგურჰესი: კომპრომისი მოძებნილია?

12.01.2009  |  16:59

3/0/4/1304.jpegრუსულმა კომპანია ОАО «INTER RAO EES»"-მა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან „ენგურჰესისი ეფექტური ექსპლუატაციის" საკითხებზე ურთიერთ გაგების მემორანდუმი გააფორმა. ამ შეთანხმებამ როგორც თბილისის, ასევე სოხუმის მხრიდან ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ყველა სადაო საკითხი უნდა მოხსნას.

რუსული კომპანიის საიტის ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი 30 დეკემბერს, თბილისში მოეწერა. დოკუმენტზე ОАО « INTER RAO EES »- ის მმართველობის თავმჯდომარის, ევგენი დოდისა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ალექსანდრე ხეთაგურის ხელმოწერაა. დოკუმენტის მიხედვით, მხარეები დაამუშავებენ ენგურჰესისი ეფექტურად მართვის პროგრამას, რომელიც გათვლილი იქნება 10 წელზე.

იტყობინებიან იმასაც, რომ რუსული კომპანიის წარმომადგენლებმა წინასწარ მოლაპარაკებები აწარმოეს, აფხაზეთის ენერგეტიკის სფეროს ხელმძღვანელებთანაც.

ენგურჰესი კავკასიაში უმსხვილესია. ჰიდრომოწყობილობა საქართველოს ტერიტორიაზეა, მართვის პულტი და სამანქანო დარბაზი - აფხაზეთში. იქვეა კაშხალის ჰიდროელექტრო სადგური და გალის წყალსაცავი, საიდანაც წყალი ეშვება. აი, რატომაა აუცილებელი კასკადის სრულფასოვანი ექსპლუატაციისთვის, ორი მხარის თანამშრომლობა.

ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის ნახევარზე მეტს საქართველო იყენებს. დანარჩენი მიდის აფხაზეთსა და რუსეთის სამხრეთ რეგიონებში.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც აფხაზეთს ახალი სტატუსი გაუჩნდა, საქართველოს ხელისუფლება ენგურჰესის ერთობლივი მართვისა და აფხაზეთის სასარგებლოდ, მის გასხვისების შესაძლებლობას არ განიხილავდა. მეტიც, ნოემბრის დასაწყისში პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰიდროელექტროსადგური პლატინასთან ერთად გასაყიდად იყო გატანილი. მაშინვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ გამოჩნდა რეალური მყიდველი - აზერბაიჯანული კომპანია „აზერენერჯი". კერძოდ, ეს ინფორმაცია სააგენტო „რეგნუმს" დაუდასტურა მისმა ვიცე-პრეზიდენტმა მარლენ ასკეროვმა.

ამას აფხაზეთის მხრიდან ძალიან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ ჰიდროელექტროსადგური „ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი, და ნებისმიერ მოლაპარაკებებზე, პირობებს ჩვენ ვუკარნახებთ".

თავის მხრივ, ამ სიტყვებმა თბილისის გაღიზიანება გამოიწვია. ლაპარაკი დაიწყეს „ენერგეტიკულ შანტაჟზე". თუმცა, ბევრი ანალიტიკოსი ეთანხმებოდა იმ აზრს, რომ აფხაზეთის გარაშე გარიგება არ მოხდებოდა. „ნეზავისიმაია გაზეტასთან" ინტერვიუში ეკონომიკის საკითხებში ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა:"ჰესის პრივატიზაციის ასეთი სახის პროექტი არარეალურია. ჩემთვის მოლაპარაკებების კულუარული ინფორმაცია უცნობია, თუმცა ფაქტია - აფხაზეთის გარეშე არაფერი არ გამოვა. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სადგურის პრივატიზაცია მხოლოდ აფხაზეთის მხარესთან შეთანხმებული პოზიციის შემდეგაა შესაძლებელი."

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100