RSS
на русском en in english
20.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ მომავლის გეგმები გამოააშკარავა

13.01.2009  |  09:32

3/0/9/1309.jpeg58-ე არმიის ქვედანაყოფები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაბინავებას განაგრძობენ. ამის შესახებ 9 იანვარს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ანატოლი ნოგოვიცინმა განაცხადა.

ადრე გენშტაბის ხელმძღვანელი, არმიის გენერალი ნიკოლაი მაკაროვი ამბობდა, რომ რუსეთის სამხედრო ბაზები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სრულ მზადყოფნაში 2009 წლის ბოლომდე იქნებიან და აღნიშნავდა კიდევ ერთხელ, რომ ამ ბაზების დანიშნულებაა იმ ინტერესების დაცვა, რომელიც რუსეთს ამ ორ რესპუბლიკასთან დაკავშირებით აქვს. ახლა კი, ნოგოვიცინის მიერ რია-ნოვისტისთვის მიცემული ინტერვიუდან ირკვევა, რომ ვადები შეცვლილია. სიტყვასიტყვით:

„ჩვენი ბაზების აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კეთილმოწყობა 2009 წლისთვის არ დასრულდება. ამას ძალიან დიდი ხარჯები სჭირდება, არადა განთავსება საფუძვლიანად უნდა მოხდეს. ვადა 2009 წელი რჩება, მაგრამ ამით საქმიანობა არ სრულდება. ეს მხოლოდ პირველი ეტაპია". გენერლის სიტყვებით, პირველი ეტაპი ითვალიწინებს ყოველდღიური საქმიანობისთვის ბაზების მზადყოფნაში მოყვანას. მეორე ეტაპი - „ესაა საბრძოლო ამოცანების საომარი გამოყენებისთვის დამუშავება. რისთვისაც, მაგალითად აუცილებელია პოლიგონების მშენებლობა."

ეს არ არის ბოლო. ნოგოვიცინმა ხაზი გაუსვა, რომ საბრძოლო გეგმებში მხოლოდ ინფრასტრუქტურის შექმნა კი არ შედის, არამედ მისი მუდმივად სრულყოფა და განმარტა, რომ მხედველობაში აქვს: „ახალი სასწავლო - სავარჯიშო კლასები, ახალი სავარჯიშო ბაზა, მომავალში ახალი კომბინირებული სავარჯიშო კომპლექსის შექმნა, ქვედანაყოფების შეთანხმებული მოქმედებების დასახვეწად და ასე შემდეგ - თვით სტრატეგიული მეცადინეობების ჩატარებამდე".

ამ უკანასკნელთან მიმართებაში, გენერალმა დააზუსტა: საჭირო იქნება ბაზა არა მხოლოდ იმ დაჯგუფებითვის, რომელიც იქ არის დაბინავებული, არამედ დამატებითი ნაწილებისთვისაც, რომლებიც შეიძლება სწავლებების ჩატარების დროს იყვნენ გადასროლილნი. „ესეც ერთი ეტაპია", - დაასრულა ნაგოვიცინმა, მომავალის ამოცანების ჩამონათვალი.

მან, ასევე, დაადასტურა ადრე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პირველად ბაზები შეიქმნება რესპუბლიკის დასავლეთით, აფხაზეთის რაიონულ ქალაქ გუდაუთაში, სამხრეთ ოსეთში კი - მის დედაქალაქ ცხინვალში და რაიონულ დაბა ჯავაში.

გენშტაბის ხელმძღვანელის მოადგილის მონაყოლი სააგენტო „როიტერმა" შეავსო. მისი ინფორმაციით, არის მეოთხე ბაზაც, სადაც უკვე მიმიდინარეობს კეთილმოწყობის სამუშაოები. სამხრეთ ოსეთში, როკის გვირაბთან ახლოს. იქ 693-ე ლეგიონის მესამე მოტომსროლელი ბატალიონის კონტრაქტორებისთვის, სტრატეგიული მოედანი ეწყობა.

2000 მეტრის სიმაღლეზე უკვე ატანილია დათბილული სახლები. კონტრაქტორებმა ხალისით გაუზიარეს შთაბეჭდილება სააგენტოს კორესპონდენტს და უთხრეს, რომ ყველაფრით კმაყოფილები არიან. მათი სიტყვებით, აქამდე რთულ სიტუაციებში მსახურობდნენ, ახალ კი ბაზაზე კომფორტია შექმნილი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100