RSS
на русском en in english
23.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ენგურჰესი კვლავ ყურადღების ცენტრშია - 13.01.2009

13.01.2009  |  15:31

3/1/7/1317.jpegრუსეთის კომპანია «Inyer RAO EES»-თან ენგურჰესის ერთობლივი მმართველობით, საქართველოს შემოსავლები 40 მილიონ ლარზე მეტით გაიზრდება, ამტკიცებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური.

მისი სიტყვებით, დეკემბრის ბოლოს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმით რუსეთის მხარემ აიღო რიგი მნიშვნელოვანი ვალდებულებები, მათ შორის, საქართველოსთვის იმ ელექტროენერგიის საფასურის გადახდა, რომელიც ენგურჰესიდან მიეწოდება აფხაზეთს.

საქარველოს ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, წლის განმავლობაში ენგურჰესი 4,2 მილიარდ კვტ.სთ. ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც ქვეყნის გენერაციის 45%-ს შეადგენს. აქედან 1,2 მლრდ კვტ.სთ. აფხაზეთს მიეწოდება.

ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ აქამდე აფხაზური მხარე ამ ელექტროენერგიის საფასურს არ იხდიდა, «Inter RAO»-სთან გაფორმებული მემორანდუმის წყალობით, საქართველო დამატებით დაახლოებით 15 მილიონ ლარს მიიღებს.

ამას გარდა, რუსეთის კომპანია ვალდებულებას იღებს იმ ელექტროენერგიაზეც, რომელსაც ენგურჰესი წამგებიანად გამოიმუშავებს ზაფხულისა და წყალდიდობების დროს, რაც დამატებით კიდევ დაახლოებით 25 მილიონ ლარს მოგვიტანს.

რუსეთი, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიის გავლით თურქეთში ელექტროენერგიის იმპორტს აპირებს, რასაც თბილისში შემოსავლის კიდევ ერთ წყაროდ თვლიან. საქართველოსა და რუსეთის ენერგოსისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობა კი აამაღლებს საქართველოს ენერგოსისტემის ტექნიკურ გამართულობას, დარწმუნებულები არიან ენერგეტიკის სამინისტროში.

მემორანდუმი ხელმოწერილია და ახლა მხარეები მუშაობენ ხელშეკრულების ტექსტზე, რომლის საფუძველზეც, ენგურჰესის აქციების 100 % საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება, განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა. მაგრამ სადგურს ერთობლივად მართავს ქართულ - რუსული საბჭო, რომლის სათავეშიც ქართული მხარის წარმომადგენელი - დირექტორი იქნება.

ენერგეტიკის მინისტრის განცხადებამ საპარლამენტო ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია. ისინი ყველაზე მეტად იმ ფაქტმა აღაშფოთა, რომ მსგავსი შეთანხმება საზოგადოებისგან მალულად დაიდო.

„ჯერ კიდევ გუშინ ენერგეტიკის მინისტრი ამტკიცებდა, რომ ენგურჰესთან დაკავშირებით არავითარი შეთანხმება რუსეთთან ხელმოწერილი არ არის, დღეს კი საპირისპიროს აცხადებს. როდის უნდა დავუჯეროთ მას და როდემდე მოხდება ასეთი შეთანხმებების გაფორმება საზოგადოებისაგან მალულად?" - ინტერესდება ოპოზიციონერი დეპუტატი პაატა დავითაია.

მისი სიტყვებით, ქვეყნის ენერგეტიკის საფრთხის ქვეშ დაყებნება არც 15, და არც 40 მილიონი ლარად არ შეიძლება.

ქრიასტიან-დემოკრატების წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე თვლის, რომ ამ შემთხვევაში საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს არღვევს, რადგანაც იმ ობიექტთან დაკავშირებით დებს შეთანხმებას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100